მსხვილი ნაწლავის გაწმენდის ინდური მეთოდი

მსხვილი ნაწლავის გაწმენდის ინდური მეთოდი
სახალხო მკურნალთა მტკიცებით, ადამიანის თითქმის ყველა დაავადება თუ ნაადრევი სიკვდილი უმთავრესად კვებაზე (ე.ი. დიეტაზე), კვების რაციონის დაუშვებელ ნაერთზე და, საბოლოო ჯამში, მსხვილი ნაწლავის დანაგვიანება - დეფორმაციაზეა დამოკიდებული.
ძალზე ცოტამ თუ იცის, რომ მსხვილ ნაწლავში მრავალწლიანი ფეკალური მასები ძირითადში სახამებლის შემცველი ნივთიერებებისა და მოხარშულ - შემწვარ - მოხრაკული საჭმელების შედეგად გროვდება. სახამებლის მოლეკულა წყალსა, სპირტსა და ეთერშიც არ იხსნება. ეს გაუხსნადი ნაწილაკები სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრისას ანაგვიანებენ მას. ცირკულაციის პროცესში სისხლს უნარი აქვს გაინთავისუფლოს თავი ამგვარი ნაწილაკებისგან და, ბოლოს და ბოლოს, ისინი ახერხებენ სხვადასხვა ადგილზე დალექვას. მოხარშული, შემწვარი და მოხრაკული საჭმელი სრულებითაც არ კვებავს, არამედ შიმშილით ანადგურებს მსხვილი ნაწლავის ქსოვილებსა და კედლებს. მცენარეული საკვები კი პირიქით, ასაზრდოებს მათ და, როგორც გამწმენდი თვისებების მქონე, "ცოცხის" როლსაც ასრულებს - უკანა ტანისკენ მიმავალი ხვეტს ყველაფერს, რაც გზაზე ეღობება.
40 წლის მანძილზე, ვთქვათ, ადამიანი მიირთმევდა 40000 საუზმეს, სადილსა და ვახშამს. თუ იგი იკვებობოდა უმთავრესად სახამებლიანი პროდუქტითა და მოხარშული საჭმლით, მაშინ თითოეული ულუფა მსხვილი ნაწლავის გავლისას, მის კედლებზე განავლის შრეს ან აპკს დატოვებდა. სწორედ ეს უქმნის ნიადაგს კუჭის შეკრულობებს.

აუცილებელია მსხვილი ნაწლავის პერიოდული გაწმენდა, გთავაზობთ ინდურ მეთოდს, რომელიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში.

200 გრ მდუღარე წყალში ჩავყაროთ 3 ს/კ დაფქული ( მხოლოდ არასწრაფადხსნადი) ყავა. ვადუღოთ 3 წთ და შემდეგ 12 წთ გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. დავდგათ და გავაგრილოთ 40 გრადუს ტემპერატურამდე. შევიყვანოთ მიკროოყნით სწორ ნაწლავში. კურსი - 2 კვირა.
ყავა ნერვულ სისტემაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს ააქტიურებს და გამოაქვს შხამიანი ნივთიერებები. გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობაზე.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური