ლიფტინგი სახლის პირობებში:სახის ნიღბის ეფექტური რეცეპტი

სახლის ლიფტინგ-ნიღაბი - შესანიშნავი საშუალებაა პატარა ნაოჭების გასაქრობად, კანის დასაჭიმად და სახის ფერის გასაუმჯობესებლად, ზედმეტი დანახარჯის გარეშე. თქვენ არ მოგიწევთ ძვირადღირებულ სპა-სალონებში სიარული. უბრალოდ აირჩიეთ ნებისმიერი რეცეპტი ამ ჩამონათვალიდან რომელიც თქვენთვის შევადგინეთ პროფესიონალ კოსმეტოლოგთან ერთად.


  1. ლიფტინგ-ნიღაბი:პლიუსები და მინუსები
    ნებისმიერი კოსმეტოლოგი გეტყვით, რომ ნიღაბი უნდა დაიდოთ სახეზე და ყელზე მკაცრად მასაჟის ხაზებზე. პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია კანი გაიწმინდოს მაკიაჟისაგან. ნიღაბის დადების შემდეგ კანი უნდა დაიტენიანოთ. ამისათვის გამოიყენეთ დღის კრემი, რომელიც უხდება თქვენს სახეს.
    ლიფტინგი სახლის პირობებში:სახის ნიღბის ეფექტური რეცეპტი
    შემთხვევა როცა უარი უნდა თქვათ ლიფტინგ-ნიღაბისაგან
    • ახალგაზრდა გოგოები 30 წლამდე;
    • ჭრილობები კანზე;
    • ალერგია;
    • ჰორმონალური დარღვევები;
    • პეაბილიტაციის პერიოდი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ.

  2. კოსმეტიკური ნიღაბი თიხისაგან
    კოსმეტიკური ნიღაბი გადასარევად შედის კომბინაციაში სხვადასხვა ბალახეულ ნაყენებთან. დაიდენ სამკურნალო ნარევი სახეზე და გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე,შმდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
    თიხა კარგად კვებავს კანს, ჭიმავს სახის ოვალს და ასწორებს ნაოჭებს. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ აირჩიეთ თეთრი ან შავი თიხა, თუ მშრალი კანი გაქვთ მაშინ ნაცრისფერი. პრობლემური კანისათვის, მწვანე და ცისფერი თიხა. წითელი მგრძნობიარე კანისათვის. ყვითელი და ვარდისფერი თიხის გამოყენება ყველას შეუძლია.

  3. ლიფტინგ-ნიღაბი ჟელატინითა სა ალოეთი
    აურიეთ 2 ჩ.კოვზი ჟელატინი იმავე რაოდენობის ძლიერი მწვანე ჩაის ნაყენთან ერთად. გახეხეთ კიტრი,დაამატეთ ხსნარში. მდგამთ ცეცხლზე ჟელატინის გასქელებამდე.გაგრილებულ სითხეში დაამატეთ 1ჩ.კოვზი ალოეს წვენი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  4. ჟელატინის ნიღაბი - მშვენიერი გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. ის გადასარევად კვებავს და ათეთრებს კანს. მწვანე ჩაის გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი, კიტრი ეხმარება კანის დატენიანებას, ხოლო ალოეს ნწვენი ასწორებს ნაოჭებს.

  5. ლიფტინგ- ნიღაბი ფქვილისაგან
    1 ს.კოვზი ფქვილი და 1 ს.კ. რძე აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღბამდე. დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

    ფქვილის ნიღაბი მშვენივრად წმენდს და ჭიმავს კანს. თუ მშრალი კანი გაქვთ რძის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები ზეთი.

  6. ნიღაბი კრახმალისაგან
    გააზავეთ 1 ს.კოვზი კარტოფილის კრახმალი 100 მლ თბილ წყალში. დაუმატეთ 0.5 ლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც გასქელდება, გავაგრილით და დაუმატოთ 1 ს.კ. არაჟანი. მზა ნიღაბი დაიდეთ სახეზე და კისერზე ნახევარი საათით.

    კრახმალი კარგად ათეთრებს და ჭიმავს კანს. ეს საშუალება ეფექტურად ებრძვის სიბერის პირველ ნიშნებს და უხდება ნებისმიერი ტიპის კანს.

  7. ნიღაბი სელის თესლისაგან
    1 ჩ.კ. სელის თესლს დავასხათ მდუღარე წყალი, დაუმატეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და გადაურიეთ. დაიდეთ სახეზე და კისერზე რამოდენიმე ფენად. გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

    სელის თესლი უხდება ნებისმიერი კანის ტიპს. იგი კარგად ამშვიდებს და აშუშებს კანის ანთბით პროცესებს.

  8. ზეთოვანი ნიღაბი ლიმნის წვენით
    თქვენ დაგჭირდებათ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 20 წუთი.

    ზეითუნის ზეთი კარგად ატენიანებს და კვებავს, ხოლო ლიმნის წვენი ათეთრებს კანს. ასეთი ნიღაბი თქვენს კანს უფრო მკვრივს ხდის. ზეთოვანი ნიღაბი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს.

  9. გოგრისა და თაფლის ნიღაბი
    დავსრისოთ რამოდენიმე ნაჭერი მოხარშული გოგრა, დაუმატოთ 1 ჩ.კ. თაფლი და 1 კვერცხის გული. დავიტანოთ სახეზე 15 წუთით.

    გოგრა ხსნის ანთებით პროცესებს, ათეთრებს და არბილებს კანს. თაფლი კანს სიმკვრივეს მატებს და ასწორებს პატარა ნაოჭებს. ეს ნიღაბი უხდება კომბინირებულ და ცხიმიან კანს.

  10. ატმის ზეთი
    დაგჭირდებათ 1 ბანანის გული, 1 ს.კ. ატმის ზეთი, 1 კვერცხის გული. დაიტანეთ ნიღაბი სახეზე 30 წთ, შემდგომ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ატმის კურკის ზეთი ცნობილია თავისი დამარბილებელი თვისებებით, იგი კარგად ასწორებს კანს და მის აღდგენას უწყობს ხელს. გამოიყენება აგრეთვე ტუჩისა და თვალს ირგვლივ კანის მოსავლელად. უხდება ნებისმიერი ტიპის კანს.

  11. ბრინჯის ნიღაბი
    ამ ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ ბრინჯის ფქვილი, 1 ს.კ. არაჟანი და 1 კოვზი ათქვეფილი ცილა. კარგად გადაურიეთ და დაიდეთ სახესა და კისერზე 20 წუთით.

    ბრინჯის ნიღაბი კარგად ჭიმავს კანს და პატარა ნაოჭებს, კვერცხის ცილა არბილებს კანს, ჭიმავს სახის ოვალს. ეს ნიღაბი უხდება ნებისმიერი ტიპის კანს.