14 საოცარი ხრიკი ჩვეულებრივი ცარცის გამოყენებით

თეთრი ცარცის ნატეხები გამოგადგებათ არა მარტო სკოლის გაკვეთილებზე. ეს პრაქტიკული მასალა გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ თქვენ აღმოაჩინეთ ცარცის ნატეხები უჯრაში, არ იჩქაროთ მათი გადაყრა! ჩვენი უბრალო ექსპერიმენტები უბრალო ცარცის გამოყენებით აუცილებლად გამოგადგებათ!

გსმენიათ ცარცის ფარულ თვისებებზე? ამ მასალის გამოყენება შეიძლება საკმაოდ არასტანდატურად. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო იდეები!

თეთრი ცარცი ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის

1. ნატურალური მათეთრებელი

თუ პერანგის საყელოს წაუსვავთ ცარცს გარეცხვის წინ, თქვენ შეინარჩუნებთ ნაჭრის სიქათქათეს და განთავისუფლდებით სიყვითლისაგან.


2. შორს ცხიმიანი ლაქები

ახალ ცხიმიან ლაქებს ადვილად გაუმკლავდებით ცარცის დახმარებით. დააყარეთ ცარცი ლაქას და გარეცხეთ 15 წუთის შემდეგ.



3. ლაქები ზამშზე

ლაქები ნატურალური ზამშიდან ადვილად ამოდის ცარცის დახმარებით. წაუსვათ ფეხსაცმელს ცარცი და დავტოვოთ მთელი ღამე. დილით ცხიმის ლაქიდან კვალიც კი არ დარჩება.



4. გავანეიტრალოთ სუნი

ცარცის ნაჭერი ჩავდოთ თეთრეულის კალათის ძირში. ცარცი შეისრუტავს არასასურველ სუნს. თვეში ერთხელ შევცვალოთ ძველი ცარცის ნაჭერი ახლით.



5. ახალი ნივთები

ტანსაცმელს რომ სასიამოვნო სუნი ჰქონდეს კარადაში დაალაგეთ რამოდენიმე ნაჭერი ცარცი. ეს დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ სიძველის სუნისაგან.



6. ბზინვარე კოვზები და ჩანგლები

შეინახეთ ცარცის ნაჭრები სასადილო ნივთებთან ერთად. ცარცი იცავს ვერცხლსა და მელხიორს დატენიანებისაგან და არ აძლევს გამუქების საშუალებას.



7. ცარცი მორთულობისათვის

ცარცის ნაჭერი დაეხმარება ბრწყინვალება შეინარჩუნოს თქვენს მორთულობებს .შეინახეთ ის ზარდახშაში ნებისმიერ აქსესუარებთან.