შეინარჩუნე ბუნებრივი ყვავილების სილამაზე დიდი ხნით, მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებით!

შეინარჩუნე  ბუნებრივი ყვავილების სილამაზე დიდი ხნით, მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებით!
რა თქმა უნდა ყვავილები უყვარს ყველას! მათი ჭკნობა - სამწუხარო სურათია. ეს გვახსენებს რომ, ცხოვრება სწრაფმავალია. ლამაზი ყვავილების თაიგული რომელიც კარგავს მიმზიდველობას, გვიფუჭებს ხასიათს.

გლიცერინი არის ის სასწაულმოქმედი ხსნარი, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ულამაზეს ყვავილებსა და მცენარეებს. ეჭვიც არ შეგეპაროთ! ეს მეთოდი - სასწაულმოქმედია. როდესაც გიჭირთ საჩუქრის არჩევა, ყვავილები გლიცერინში მშვენიერი საჩუქარია თქვენი ახლობლებისათვის. ასეთი ხელნაკეთი საჩუქარი გამონაკლისის გარეშე ყველას მოეწონება და გაალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს.

ამისათვის დაგჭირდებათ:
  • გლიცერინი
  • წყალი
  • გამჭვირვალე ჭურჭელი, შუშის ან პლასმასის, თავსახურით, დაბალი და ფართე
  • ყვავილები მსხვილი ფოთლითა და ღეროთი.


სამუშაოს აღწერა ეტაპობრივად:
  1. ჩაალაგეთ ყვავილები სუფთა ჭურჭელში ნებისმიერი თანმიმდევრობით. წინასწარ ჩაჭერით ღეროები, იმისათვის რომ ხსნარმა უფრო ადვილად შეაღწიოს მცენარეში.
  2. მოამზადეთ ხსნარი: ცხელი წყალი და გლიცერინი გადაურიეთ ერთმანეთში 3:1 პროპორციით და გააცივეთ.
  3. ჩაასხით ხსნარი ჭურჭელში.
  4. თუ ყვავილების განლაგება გინდათ შეცვალოთ, გამოიყენეთ ჯოხი ან პინცეტი.
  5. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და მორთეთ ლენტებით ან მშრალი ყვავილებით. ჭურჭლის დეკორაცია შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით. ჩართეთ ფანტაზია!
  6. რამოდენიმე კვირის შემდეგ, მას მერე რაც ყვავილი გაიჟღინთება ხსნარი ფერს იცვლის ან გამუქდება, გადაღვარეთ სითხე, გარეცხეთ ყვავილები და შეავსეთ ჭურჭელი ახალი ხსნარით. ამის შემდეგ ყვავილები შეუცვლელი დარჩება!

ამ ყვავილების სილამაზე ყველას გააოცებს. ნებისმიერ ქალს გაუხარდება ასეთი საჩუქარი!