როგორ ვუმკურნალოთ საშოდან რძისფერ - მოთეთრო გამონადენს და რა უწყობს ხელს მის წარმოქმნას

როგორ ვუმკურნალოთ  საშოდან  რძისფერ - მოთეთრო გამონადენს და რა უწყობს ხელს მის წარმოქმნას
ლეიქორეა ქალის სასქესო ორგანოდან რძისფერი - მოთეთრო გამონადენია. მიზეზი მთელი ორგანიზმის ტოქსიკაცია და საერთო სისუსტეა. ამიტომ წამლების და ოპერაციის იმედი ნუ გექნებათ.
ავადმყოფობის განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის ტონუსის დაწევა, გონებრივი, ემოციური და ფიზიკური ფაქტორების მოშლა.
მკურნალობა რა თქმა უნდა, გულისხმობს მთელი ორგანიზმის მუშაობის ნორმალიზაციას.

დაიწყეთ 4 - 7 დღიანი ხილის სრული დიეტით.

ხილის სრული დიეტა:
ავადმყოფ ორგანიზმს მინერალური მარილები ყოველთვის აკლია. ხილის დიეტა წმენდს ორგანიზმს შხამებისგან. თავდაპირველად ხილის დიეტა იწვევს მჟავე რეაქციას. ეს ბევრს თავგზას უბნევს. სუსტი ხილის მჟავები ორგანიზმში სწრაფად იშლება, ქსოვილებში კი რჩება ძვირფასი ალკალოიდური მინერალური მარილები. სწორედ იგი წმენდს და კურნავს ორგანიზმს.
რაიმე მიზეზით თუ პაციენტს ხილის ჭამა არ შეუძლია, აძლევენ ნედლ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ორთქლზე შემზადებულ ბოსტნეულს. დიეტის მიზანი იგივეა.

თუ სისხლნაკლებობას უჩივით, გამოფიტული ან ძალიან სუსტი ხართ, მაშინ ხილის დიეტის შემდეგ საჭიროა ხილისა და რძის დიეტა. ეს დიეტა შეიძლება 2 კვირიდან 1 თვემდე გააგრძელოთ. ამის ბოლოს გადადით ჩვეულ კვებაზე. დიეტები შეიძლება დაახლოებით 2 თვეში ერთხელ გაიმეოროთ.

ხილისა და რძის დიეტა
რძე საკვების ერთადერთი სრულყოფილი სახეა, ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ და გამწმენდ ელემენტებს რომ შეიცავს. მაგრამ დაუშვებელია მისი ადუღება და პასტერიზება. ცივ ამინდში რძე შეიძლება შეათბოთ.
მარხვის შემდეგ ხშირად ნიშნავენ რძის ან ხილის სრულ დიეტას, რაც გამწმენდ მარხვასა და საბოლოო სრულ დიეტას შორის შუალედურ როლს ასრულებს.

ხილის სრული დიეტის პირველ დღეებში საღამოობით გაიკეთეთ თბილი ოყნა, დილაობით კი - მშრალი დაზელა და ცივი მჯდომარე აბაზანა. კარგია აგრეთვე სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშები. კვირაში 4 -5 -ჯერ საღამოობით მიიღეთ ცხელი და ცივი აბაზანები. გამონადენის შეწყვეტის შემდეგ, კვირაში 1-2 - ჯერ თბილი წყლით გაიკეთეთ გამორეცხვა. ორგანიზმის გასასუფთავებლად გამოიყენეთ ნატუროპათიის ყველა რჩევა. დაიცავით განსაკუთრებული სისუფთავე.
არ მიიღოთ არავითარი წამალი.
სტატიის წყარო:მათუსალას საიდუმლო