რამდენიმე მავნე პროდუქტი, რომლის მიღებასაც უნდა ერიდოთ...

რამდენიმე მავნე  პროდუქტი, რომლის მიღებასაც უნდა ერიდოთ...
ადამიანებმა ზურგი აქციეს ბუნებრივ საკვებს. ბევრი რამ, რასაც ადამიანი მიირთმევს, არ შეიძლება საკვებად ჩაითვალოს და რაც უფრო შორდება იგი ბუნებრივ საჭმელს, მით უფრო მეტ სნეულებას იმკის. მხოლოდ ხილ -ბოსტნეული რომ ეჭამა და ზედაც ნიგზეულ -თესლეული ეყოლებინა, ადამიანი დღეგრძელი და ჯანმრთელობით გალაღებული იქნებოდა. ბუნებრივი საკვები უდიდესი ჯანმრთელობის წყაროა. სწორედ ამ პროდუქტების მიღება -გადამუშავებისთვისაა შექმნილი ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა.
რაც უფრო მეტ ბუნებრივ პროდუქტს შეჭამთ, მით უფრო ჯანრმთელი იქნებით. თქვენ მდიდარი არჩევანი გაქვთ - პროდუქტის 200 - მდე სახეობა. ამ პროდუქტებისა და შიმშილობის პროგრამის საშუალებით მთელი ცხოვრება ჯანმაგარი იქნებით.

რომელ პროდუქტს უნდა ერიდოთ:
  1. ნუ იხმართ რაფინირებულ, თეთრ შაქარს, იგი ორგანიზმს, გარდა ნახშირწყლებისა, არაფერს აწვდის, შაქრის სიჭარბე კბილების დაავადებისა და ბუნებრივი საკვებისკენ ლტოლვის შენელების უპირველესი მიზეზია. იხმარეთ თაფლი, ოღონდ ფრთხილად.

  2. ერიდეთ თეთრ ფქვილს, იგი არ შეიცავს სიცოცხლისთვის აუცილებელ ელემენტებს, რომელიც მარცვლის ქერქშია. თეთრი ფქვილი ძირითადად გაწმენდილია სწორედ ქერქისგან (ქატოსგან).

  3. ერიდეთ ისეთი პურის, საკონდიტრო ნაწარმის, ნაყინის, ყველისა და ხორცის ცივი კერძების ხმარებას, რომელთა შენახვის მიზნით ქიმიური დანამატები გამოიყენება. მათი შენახვისათვის ხშირად იყენებენ სინთეტურ დანამატებს.

  4. ერიდეთ იმ საქონლისა და ფრინველის ხორცის ჭამას, რომელსაც წონის მოსამატებლად ჰორმონებს აძლევენ.

  5. ნუ იხმართ ქონსა და კარაქს.

  6. ერიდეთ ადუღებულ და გადამუშავებულ რძეს, გადამუშავებულ ყველსა და შოკოლადს.

სტატიის წყარო:მათუსალას საიდუმლო