აბუსალათინის ზეთით დაზელვის შედეგად, 6 კვირის შემდეგ პაპილომა ყოველგვარი ნაკვალევის გარეშე გაქრა.

აბუსალათინის ზეთით დაზელვის შედეგად,  6 კვირის  შემდეგ  პაპილომა   ყოველგვარი  ნაკვალევის  გარეშე  გაქრა.
ხალხური მედიცინის ერთ-ერთი საშუალებაა აბუსალათინის ზეთი, რომელსაც სხვადასხვა სამკურნალო თვისებები აქვს. აქ არ განვიხილოთ მის ცნობილ, კლასიკურ სასაქმებელ მოქმედებას. შევჩერდებით მის ადგილობრივ მოქმედებაზე კანზე და კანქვეშა ქსოვილებზე.

  • 64 წლის პაციენტს, იუმორისტს, მარცხენა ნესტოს კიდეზე მეჭეჭი ჰქონდა. აბუსალათინის ზეთით ღამით და დილით გულმოდგინედ დაზელვის ორკვირიანი პერიოდის შემდეგ მეჭეჭი გაქრა.

  • როცა 62 წლის პაციენტ ქალს სათვალეს ვარგებდი, შევნიშნე, რომ მას მარცხენა წარბის გარეთა ბოლოზე 3X3X3 მმ ზომის პაპილომა ჰქონდა. მისი ზედაპირი გლუვი იყო და მას მინიატურული ყურძნის მარცვლის შესახედაობა და ხორცისფერი ჰქონდა. პაციენტს იგი სამი თვის წინათ გაუჩნდა. მე მას ვურჩიე ყოველი ჭამის წინ აბუსალათინის ზეთით დაეზილა პაპილომა და შედეგი ჩემთვის ეცნობებინა. 6 კვირის შემდეგ პაპილომა ყოველგვარი ნაკვალევის გარეშე გაქრა.

  • 49 წლის ასაკის მეორე ქალს მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა პაპილომა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იგი ქალს აღიზიანებდა, რადგან პირსახოცით ედებოდა მას. პაპილომის ზომა იყო 6X6X5 მმ. აბუსალათინის ზეთის ორი კვირის ხმარების შემდეგ, პაპილომამ შემცირება იწყო. ერთი თვის შემდეგ იგი 4X4X3 მმ გახდა.

  • 30 წლის გათხოვილ ქალს მარცხენა ლოყაზე ყავისფერი ხალი ჰქონდა ზომით დაახლოებით ნეკის ფრჩხილის ოდენა. იგი ისეთი მუქი იყო, რომ პუდრის ფენაშიც გამოსჭვიოდა. მე მას ვურჩიე აბუსალათინის ზეთის გამოყენება. ქალმა მითხრა, რომ ხალი თანდაყოლილია, მაგრამ მაინც გადაწყვიტა რჩევის გამოყენება. ყოველ საღამოს სახიდან კოსმეტიკის ჩამობანის შემდეგ იგი გულმოდგინედ იზელდა ზეთს, ნამეტს ძილის წინ იცილებდა. სამი კვირის შემდეგ ყავისფერი პიგმენტი მთლიანად გაქრა. ხალის ადგილას სწორი, გლუვი ხორცისფერი კანი იყო.

  • ამის შემდეგ იმ ყავისფერი ლაქებით დავინტერესდი, რომლებიც ასაკთან ერთად უჩნდებათ ადამიანებს ხელებზე და სახეზე. პაციენტიც ვიპოვე და ვურჩიე აბუსალათინის ზეთის გამოყენება. ერთი თვის შემდეგ მას ყველა ლაქა გაუქრა. ჩემი თვალით რომ არ მენახა, ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, რომ იგი ნამდვილად ჰქონდა პაციენტს.

სტატიის წყარო:მათუსალას საიდუმლო