ამ უებარმა წამალმა 15 წლიანი ქრონიკული ბრონქიტისგან გამანთავისუფლა

ამ უებარმა წამალმა 15 წლიანი ქრონიკული ბრონქიტისგან გამანთავისუფლა
15 წლის განმავლობაში მქონდა ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც, ჩემდა გასაოცრად, მცენარე უსუპით მოვირჩინე. ეს უძველესი მცენარე საქართველოშიც იზრდება. მას ზოგიერთი კუთხეში ზენტეხს, ზოფას, ზუფას, უსუპის ყვავილს უწოდებენ. ველურად იზრდება, აქვს ძალიან წვრილი ყვავილები და ფოთლები, სასიამოვნო სუნი და მწარე გემო.

მისი ნაყენი ასე მზადდება:

ბრონქიტის დროს 1 ჩ/კ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათს, დალიეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა ცხელი ნაყენი 4 -5-ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

ასთმისას 2 ჩ/კ ბალახი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 2 -3-ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 საათით ადრე.
ვისაც ბრონქიტი ან ასთმური ბრონქიტი აწუხებს, ვურჩევ, სცადოს ეს უებარი წამალი.

ექიმის კომენტარი:
უსუპი მრავალწლიანი ბალახოვანი ან ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა, ბუსუსებით დაფარული სწორმდგომი ღერო ოთხწახნაგიანია, ფოთლები მოპირისპირეა, მოკლეყუნწიანი, მოგრძო, ლაცენტისებური. ფოთლების ძირთან მოკლე ყლორტები აქვს. ორტუჩა მუქი ცისფერი ყვავილები ფოთლის იღლიაში რგოლურად სხედან. ნაყოფი მოგრძო კაკალია.
უსუპი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა და მას ხალხურ მედიცინაში იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. მცენარე სასარგებლოა მოხუცებულისთვის ხველისას, რომლის მიზეზი პირისა და ყელის ლორწოვანის სიმშრალეა.
მცენარეში შემავალი ნივთიერებები ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი თვისებებით ხასიათდება, აძლიერებს ლორწოს გამოყოფას, აქვს შარდმდენი ეფექტი, აცხრობს ანთებებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტში. აღწერილია მცენარის ნაყენის ანტიჰელმინთური, ჭრილობების შემახორცებელი მოქმედებაც. მას იყენებენ სტომატიტის, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების, პირში უსიამოვნო სუნისა და ძლიერი ოფლდენის დროს.
უსუპის პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან ეს მცენარე მცირედ ტოქსიკურია. ამიტომ დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები: გულის აჩქარება, წნევის ცვალებადობა. უსუპის ნაყენის მიღება არ არის რეკომენდებული იოლად აგზნებადი ადამიანებისა და ორსულებისათვის.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი