ამ ნაყენს ვურჩევ ყველა ემოციურ ადამიანს და მათაც, ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს, მაგრამ ხშირად არის სტრესულ სიტუაციებში.

ამ ნაყენს  ვურჩევ ყველა ემოციურ ადამიანს  და მათაც, ვისაც ეს პრობლემა არ  აწუხებს, მაგრამ ხშირად  არის სტრესულ სიტუაციებში.
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამინდსა და წელიწადის დროზეც კი. მიჭირს ზამთრის გადატანა, მაღიზიანებს სიცივე, უმზეო ამინდები. გაზაფხულზე ომგადახდილივთ ვგრძნობ თავს - გადაღლილი და გამოფიტული. ექიმმა მითხრა -დეპრესია გაქვსო და ნევროლოგთან მირჩია მისვლა. ნევროლოგთან მისვლამდე ვცადე, თავად მიმეგნო დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებისთვის. აღმოვაჩინე კიდეც - ხალხური მედიცინით დაინტერესებულმა ადამიანებმა მირჩიეს მცენარე კრაზანა, რომლის ნაყენის მიღების შემდეგ შევატყვე, რომ მართლაც გამიუმჯობესდა განწყობილება, რამდენიმეკვირიანი კურსის შემდეგ კი მთლიანად გამიქრა უარყოფითი განცდები და გამოვედი დეპრესიიდან. უკვე მეორე წელია, ზამთრობით კრაზანის 4 - კვირიან კურსს ვიტარებ და მშვიდადაც ვარ, ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილი აღარ არის.

კრაზანის ნაყენი ასე მზადდება:
2 ჩ/კ გამომშრალ, დანამცეცებულ კრაზანას უნდა დაასხათ 250 გრ მდუღარე წყალი და 15 წუთით დადგათ მდუღარე წყლის ორთქლზე. შემდეგ გადმოდგით და ნახევარი საათი გააჩერეთ თავდახურული. სვით 1/3 ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ამ მცენარეს ვურჩევ ყველა ემოციურ ადამიანს და მათაც, ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს, მაგრამ ხშირად არის სტრესულ სიტუაციებში.

ექიმის კომენტარი:
კრაზანა ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, საპონინებს, სპირტებს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. შედეგად მცენარეს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისებებიც აქვს. განსაკუთრებული ბიოაქტიურობით ხასიათდება ფლავონოიდებით, რომელთაც აქვს გლუვი კუნთების სპაზმების მომხსნელი მოქმედება: ხსნის სანაღვლე სადინარების, ნაწლავების, სისხლძარღვების, საშარდე გზების სპაზმებს და აუმჯობესებს ამ ორგანოთა და სისტემათა ფუნქციონირებას. გარდა ამისა, მცენარეს აქვს ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული მოქმედება.
კრაზანის პრეპარატებს იყენებენ ცხვირ - ხახის, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებათა სამკურნალოდ. კრაზანას ფიტოსენსიბილიზაციის თვისებაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ზრდის ადამიანის მგრძნობელობას მზის სხივებისადმი, ამიტომ მცენარის შესქელებულ ექსტრაქტს ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ.
კრაზანის პრეპარატები ინიშნება დეპრესიების, შიშის, უძილობის დროსაც.
მცენარის ნაყენის ხანგრძლივად და ჭარბი დოზებით მიღება სასურველი არ არის, რადგან აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი