8 საგანგაშო ნიშანი, რომლებიც დამახასიათებელია სიმსივნის დაავადებისათვის...

8 საგანგაშო ნიშანი,  რომლებიც  დამახასიათებელია სიმსივნის დაავადებისათვის...
კიბო უცბად არ ვითარდება; მას წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები, რომელთა ადრეული გამოვლენა და მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ამ სენს.
კიბოსწინა დაავადებები ზოგჯერ ფარულად, ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. მათი არსებობა რომ შეუმჩნეველი არ დარჩეს, საჭიროა:

  • 25 წლის ასაკს გადაცილებულმა ქალებმა 3 წელიწადში ერთხელ გაიარონ გინეკოლოგიური შემოწმება და ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა.

  • 30 წელს გადაცილებულმა ქალებმა თვეში ერთხელ ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა.

  • 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა ყოველ ორ წელიწადში გაიკეთონ მამოგრაფია.

  • 40 წელს გადაცილებული ქალები და მამაკაცები ყოველწლიურად გაესინჯონ ლარინგოლოგს და პროქტოლოგს.

  • 55 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა ყოველწლიურად გაიარონ გამოკვლევა უროლოგთან.

გახსოვდეთ 8 საგანგაშო ნიშანი, რომლებიც დამახასიათებელია ამ დაავადებებისათვის:
  1. ფრიად დამაფიქრებელია უჩვეულო სისხლდენა (მაგალითად, სისხლი ნახველში ).

  2. როგორც კი სარძევე ჯირკვლებში სიმკვრივეს შენიშნავთ, მიმართეთ ონკოლოგს.

  3. თუ წყლული დიდხანს არ ხორცდება, ესეც დამაფიქრებელია.

  4. ხანგრძლივი ხველებაც საგანგაშო ნიშანია.

  5. იგივე მნიშვნელობა აქვს ხმის ხანგრძლივ ჩახლეჩას.

  6. ლამაზ ხალს ან მეჭეჭს ნუ ენდობით, არ გამოგრჩეთ მათი ზრდა.

  7. ასევე საგანგაშოა შარდვისა და კუჭის მოქმედების დარღვევა.

  8. დროულად მიმართეთ ექიმს ყლაპვის გაძნელებისა და საჭმლის მონელების დარღვევის შემთხვევაში.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური