მეგობარმა მასწავლა რეცეპტი, რომელიც კლიმაქსის დროს მართლაც უებარი აღმოჩნდა

მეგობარმა  მასწავლა რეცეპტი, რომელიც კლიმაქსის დროს მართლაც უებარი აღმოჩნდა
ვარ 69 წლის მაწუხებს კლიმაქსი. კარგად მოგეხსენებათ თუ როგორი უსიამოვნო შეგრძნებები მოყვება ამ დაავადებას. მეგობარმა მასწავლა ერთი უებარი რეცეპტი რომელიც მართლაც მომიხდა და ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს შესანიშნავი რეცეპტი.

დაგჭირდებათ:
  • 10 ცალი ლიმონი
  • 5 ც კვერცხის ნაჭუჭი
  • ნახევარი ლიტრი არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
10 ცალი ლიმონი კანიანად დავჭრათ და დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ 5 ცალი უმი კვერცხის ნაჭუჭი და ნახევარი ლიტრი არაყი, კარგად ავურიოთ და დავდგათ 5 დღე -ღამით გრილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გავფილტროთ. მივიღოთ 2 ს/კ დღეში 3 -ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

ექიმის კომენტარი:
ეს რეცეპტი გამოიყენება ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შესავსებად ბუნებრივი კალციუმით, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს. ცნობილია, რომ კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ხდება ისეთი ჰორმონული ძვრები, რომელიც დეკალციფიკაციას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ხდება ოსტეოპოროზის (ძვლების გამოფიტვა) განვითარება ინტესიურად ამ ასაკში. ძვლები მყიფდება და მოტეხილობა ადვილად ვითარდება. კალციუმის დეფიციტი სხვა მრავალ პათოლოგიურ პროცესსაც იწვევს, ამიტომ საჭიროა მისი დანაკარგის აღდგენა, რისთვისაც ყველაზე ეფექტიანი საშუალება სწორედ ბუნებრივი კალციუმი გახლავთ. სასურველია, კვერცხი შინაური ქათმის იყოს, რადგან იგი მდიდარია მინერალებით.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო