"მხედველობა ისე შემისუსტდა რომ ძლივს ვარჩევდი სახლებს". აი, როგორ განკურნა ეს ქალბატონი ბავარიელმა მღვდელმა.

"მხედველობა ისე შემისუსტდა რომ ძლივს ვარჩევდი სახლებს". აი, როგორ განკურნა  ეს ქალბატონი ბავარიელმა მღვდელმა.
წყლის გამოყენება ჰიგიენურ - პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით შორეული წარსულიდან მომდინარეობს(ასირია, ბაბილონი, ძველი ეგვიპტე).არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ წყლით მკურნალობა ერთ-ერთი უძველეს სამკურნალო მეთოდს წარმოადგენს. ბავარიელი მღვდლის სებასტიან ქნეიპის ნაშრომი "ჩემი წყალმკურნალობა" - დაწერილი საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, მისსავე სიცოცხლეში სულ რაღაც 10 წლის მანძილზე 60 -ჯერ გამოიცა, დღესაც აქტუალურია თავისი პრაქტიკული მნიშვნელობით და 113 დაავადების დასახელებას მოიცავს. ამ წიგნის ავტორი ტუბერლულოზისაგან ყინულოვან დუნაიში ბანაობით განიკურნა. მდინარიდან ამოსული, იგი ტანს კი არ იმშრალებდა, პირდაპირ იცვამდა ტანსაცმელს და გათბობამდე ენერგიულად მოძრაობდა. გთავაზობთ მის ერთ - ერთ რეკომენდაციას, როდესაც მან მანდილოსანი სრულიად განკურნა.

ჩემთან მოდის მანდილოსანი და მეუბნება: "უკვე 3 წელია მტანჯავს თავის ძლიერი ტკივილები, დამჩემდა სრული უძილობა. ფეხები ყოველთვის ცივი მაქვს; როდესაც დროებით მიჩერდება თავის ტკივილი, მოსვენებას არ მაძლევს წელის საშინელი ტკივილი. მხდველობა ისე შემისუსტდა, რომ ძლივს ვარჩევ სახლებს და ასე თუ გაგრძელდა, სრული დაბრმავება მელის".


ს. ქნეიპის სისტემის მიხედვით ამ მანდილოსანმა ჩაიტარა მკურნალობის შემდეგი კურსი:
  1. მარილწყალში გაჟღენთილი პერანგის კვირაში 2 -ჯერ საათნახევრით ტარება;

  2. თივის ნაფშვენის ნაყენში დასველებული უხეში ტილოს ნაჭრით მოკლე შეფუთნის საათნახევრიანი პროცედურა კვირაში 2 - ჯერ;

  3. თითო წუთით წყლის ყოველდღიური გადავლება მუხლებზე თანმიმდევრული მოძრაობებით.

ეს გრძელდებოდა 2 კვირა. მესამე კვირიდან მას სხეულის ზედა ნაწილებსა და მუხლებზე ყოველდღიურად უნდა გადაევლო წყალი და სადილის შემდეგ მიეღო ნახევარაბაზანა; გარდა ამისა, ყოველდღე უნდა ევლო 3 წუთი წყალში. იგივე გრძელდებოდა კიდევ 2 კვირა. ამ დროის შემდეგ თავში სისხლის ავარდნა გაუქრა, რის გამოც მხედველობა დაუბრუნდა, ფეხებშიც გაუქრა სიცივის შეგრძნება; ავადმყოფი გამოჯანმრთელდა.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური