მასტიტს ხალხური მედიცინა გამოცდილი საშუალებებით მკურნალობს

მასტიტს ხალხური მედიცინა გამოცდილი საშუალებებით მკურნალობს
მასტიტი - სარძევე ჯირკვლის ანთება, ძირითადად ვითარდება ნახეთქებიდან მეძუძურ დედებში. სარძევე ჯირკვალში უეცრად ვლინდება გამჭოლი ტკივილი, მისი ერთი წილი მაგრდება, იშვიათად მტკივნეულია, კანი შეწითლებულია, სხეულის ტემპერატურა მაღლა იწევს ( მწვავე ფორმა ) მასტიტის თავიდან აცილება შესაძლებელია პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე: ძუძუს თავზე პირველივე ნახეთქის გაჩენა, ტემპერატურის მომატება. მწვავე ფორმის ჩამოყალიბების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტი. მწვავე ფორმის გადატანის შემდეგ, შეიძლება მიმართოთ ხალხურ მედიცინას. მასტიტის გამომწვევია ჩირქმბადი მიკრობები, რომლებიც ორგანიზმში ხვდებიან დაზიანებული კანიდან, ნახეთქებიდან, ძუძუს თავიდან.

ხალხური მედიცინა გირჩევთ:
  • ჭვავის ფქვილით, გამდნარი კარაქით, ახალი რძით მოზილეთ კვერი, ცომი უნდა იყოს რბილი კონსისტენციის, გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში, შემდეგ დაადეთ დაზიანებულ ადგილს, პროცედურა მეორდება რამოდენიმეჯერ.

  • მკერდზე დაადეთ მდუღარეში ამოვლებული ვირისტერფას ან ოროვანდის ფოთოლი.

  • ძილის წინ, დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ ჩაის სოკო, ზემოდან დაადეთ ბამბა ან დოლბანდი, შემდეგ პერგამენტის ქაღალდი (პოლიეთილენის პარკი არ შეიძლება) მტკივნეულ ადგილზე ჰაერი უნდა აღწევდეს. მკურნალობის კურსი 5 - 7 დღე.

  • ღვინით შესველებული ცხელი ქატო დაადეთ მტკივნეულ ადგილას.

  • მკერდის გამაგრებისას დაიდეთ გახეხილი სტაფილო ან სტაფილოს, პარკოსანთა ფქვილის და საპნის ნარევი.

  • ქალი თუ იგრძნობს, რომ მკერდი გაუმაგრდა ან ანთება ჩამოყალიბდა სასარგებლოა კომპრესი: გვირილას ყვავილის ცხელი ნაყენით ან ნახევრად მოხარშული, მოსათმენად ცხელი ქერი. მოათავსეთ თხელ ქსოვილზე ან ტომარაში.

  • ჩირქოვანი პროცესის დროს დაზიანებულ ადგილზე ადებენ: შემწვარ ხახვს სელის ცხიმით ან თაფლით. ასევე კარგია რძეში ჩამბალი ლეღვი.

  • ანთების დროს მკერდზე აფენენ თათაბოს დანაყილ ახალ ან მოხარშულ ფოთოლს.

  • დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ გახეხილი უმი კარტოფილი, ცვალეთ გაშრობისთანავე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი