მარტივი საშუალებები სახიდან ლაქების და ჭორფლების მოსაშორებლად

მარტივი საშუალებები სახიდან ლაქების და ჭორფლების მოსაშორებლად
მრავალი ქალისათვის ისინი სულიერი ტანჯვის მომტანია. ამ დროს სავსებით უბრალოდ შეიძლება მათი მოშორება. საამისოდ არსებობს რამდენიმე ეფექტური საშუალება:

  • დაასხით 3 ს/კ ახალი რძე და 1 ს/კ ღვინის სპირტი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ სახის კანში, გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ასე გააკეთეთ რამდენიმე დღე.

  • ერთი კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ორი წვეთი ნიშადურის სპირტი კარგად აურიეთ, შემდეგ სწრაფად და თანაბრად წაისვით სახეზე. როგორც კი იგრძნობთ წიწკნას, ჩამოიბანეთ წყლით.

  • ახალი ზეთისხილის ზეთი ან კარგად გასუფთავებული მზესუმზირის ზეთი ძილის წინ რიგიანად შეიზილეთ სახის კანში.

  • ფერისმჭამელების და ლაქების მოსაცილებლად შეგიძლიათ მოამზადოთ ლოსიონი შემდეგი რეცეპტით: კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ლიმონის წვენს. ნარევს დაუმატეთ 1 ჩ/კ გლიცერინი და 0,5 ჩ/ჭ ოდეკოლონი. ამ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ სახე დაწოლის წინ.

  • ჭორფლიანი ხართ? აიღეთ 1 ყავის ფინჯანი მოხარშული ლობიო, ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 2 - 3 კოვზი მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის). შემთბარი მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ - ის განმავლობაში. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი ცივი წყალი შეისხით.

  • სახეზე მუქი ფერის ღინღლის დასაფარად შესაძლებელია მათი გაუფერულება წყალბადის ზეჟანგით: 10 მლ 5 - პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგს დაუმატეთ 2 - 3 წვეთი ნიშადურის სპირტი, ცოტაოდენი საპარსი კრემი და ააქაფეთ. ქაფი წაისვით სახეზე, 10 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით; თუ ხსნარმა გამოიწვია სახის კანის წვა, ჩამოიბანეთ უფრო ადრეც. ამის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ძმრიანი წყლის (1 ლ წყალზე 1 ჩ/კ ძმარი ) გადავლება და ნელსაცხებლის წასმა.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვივილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური