3 რჩევა, ჰიპეასტრუმმა უხვად რომ იყვავილოს

3 რჩევა, ჰიპეასტრუმმა უხვად რომ იყვავილოს
Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ 3 რჩევას, რომლების წყალობითაც ჰიპეასტრუმი უხვად იყვავილებს.

  1. ჰიპეასტრუმმა კარგად რომ იყვავილოს, სწორად უნდა შერჩეს ქოთანი. მისი დიამეტრი მცენარის ბოლქვზე 2-3 სანტიმეტრით დიდი უნდა იყოს.
  2. სიფრთხილე გმართებთ სასუქთან მიმართებაში. ისინი მცენარის ზრდას უწყობს ხელს და ყვავილობას პირიქით, ახშობს. მორწყვაც ზომიერი უნდა იყოს, მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ზედა ფენა გაშრება.
  3. და რაც მთავარია, ყვავილობისთვის, მცენარე უნდა დაასვენოთ. ამისათვის სექტემბრიდან უნდა შეწყვიტოთ მორწყვა და სასუქის შეტანა, რათა ფოთლები გაყვითლდეს. როდესაც ფოთლები გახმება, მოჭერით და დადგით ქოთანი ბნელ ადგილას 2-3 თვით.