უხვი ყვავილობა გარანტირებულია, თუ მცენარეს ამ მარტივი სასუქით მორწყავთ

Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივი სასუქის რეცეპტს, რომლის მეშვეობითაც მცენარეები უხვი ყვავუილობით გაგახარებენ.

საჭირო მასალა:

  • 10 გრ დაპრესილი საფუარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ლ თბილი წყალი


მომზადება და გამოყენება:

  1. გახსენით საფუარი წყალში, დაამატეთ შაქარიდ ა მოურიეთ. დააყენეთ 2 საათით.
  2. მზა ხსნარი გახსენით წყალში პროპორციით 1:5.
  3. მორწყით მცენარეები სასუქით თვეში ერთხელ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და გაზაფხულსა და ზაფხულში 10 დღეში ერთხელ.


ფიტოჰორმონები, ვიტამინები და აუქსინები, რომლებსაც საფუარი შეიცავს, აქტიურად ასტიმულირებს მცენარეების ზრდას. ამგვარ სასუქს პროფესიონალი მეყვავილეები იყენებენ.