“ლიუშერის ტესტი“: დააჭირეთ ღილაკს და გაიგეთ საკუთარ თავზე რაღაც უცნაური

ზოგიერთი ფერი ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვხვდება და ეს შემთხვევითობა არ არის. თქვენი არჩევანი ამ მხრივ პირდაპირ მიუთითებს, თუ რას გრძნობთ და რა მდგომარეობაში იმყოფებით. ფსიქოლოგების კვლევა ამას ამტკიცებს. ამგვარად, შვეიცარიელმა სოციოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა მაქს ლიუშერმა შექმნა ტესტუ, რომლის წყალობითაც ადამიანს შეუძლია თავისი შინაგანი სამყარო შეისწავლოს. Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ, აირჩიეთ ღილაკი და გაიგეთ საკუთარ თავზე რაღაც უცნაური.

წითელი

ძალიან აქტიური ადამიანი ხართ, გსურთ კარგად მუშაობა, იყოთ საუკეთესო პარტნიორი. თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ცხოვრების ეს მომენტი თქვენთვის, მაინც არ შეჩერდეთ! მოძრაობა - სიცოცხლეა!

ყვითელი
ძალიან ოპტიმისტური ეტაპი გაქვთ ცხოვრებაში. გრძნობთ, რპმ ყველაფერი კარგად მიდის და არ გეშინიათ გარისკვის. თავდაჯერებული ხართ, მაგრამ სამყაროს რაციონალურად უყურებთ. კარგად იცით, რა შეგიძლიათ და ენდობით საკუთარ თავს.

ნარინჯისფერი
მუდამ ცდილობთ წარმატებას არამხოლოდ მასშტაბურ პროექტებში, არამედ, დეტალებშიც მიაღწიოთ, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ. იცით, რომ დიდი გზა მუდამ პაარა ნაბიჯებით იწყება და ეს თქნიმამოტივირებელია.

მწვანე

უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის ირჩევთ მუდამ. გიყვართ სიმშვიდე და მყუდრო ადგილებს ეძებთ. მოგწონთ სიტუაციები, როცა თავს კომფორტულად გრძნობთ. შესანიშნავი კომპანიონი და მეგობარი ხართ.

ვარდისფერი

კარგად ატარებთ დროს და გსურთ ამით დატკბეთ სამუდამოდ. ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებთ და არ უშვებთ კარგ მომენტებს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ფრთხილად იყავით, ნუ დაფრინავთ ცაში დიდხანს, რადგან შემდეგ მიწაზე დაშვება მტკივნეული იქნება.

იასამნისფერი
ისეთ წერტილამდე მიაღწიეთ ცხოვრებაში, როდესაც დიდი ძალისხმევის შემდეგ თავდაჯერებულობას მიაღწიეთ. მგრძნობიარე ადამიანი ხართ და კარგად იცით, როგორ მიუაროთ თავს.

ლურჯი
საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიაში ცხოვრობთ. მუდამ ეძებთ ბალანსს და უკვე მოიპოვეთ ის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. იდეალური ბალანსის პოვნა შეუძლებელია, მაგრამ თავად პროცესი მოგწონთ და ჰარმონიის მისაღწევად ყველაფერს აკეთებთ.

ნაცრისფერი
ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან რაციონალური ხართ, ხშირად მხოლოდ საკუთარ თავს ენდობით, ამიტომ სხვებმა შეიძლება მიიჩნიონ, რომ ცივი ხართ. მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ ყველაფერს სწორად განსჯით და ყველაფრის ახსნას პოულობთ.