ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ნახატია... მაგრამ 30 წამის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ დამალავთ!

ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ნახატია... მაგრამ 30 წამის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ დამალავთ!
მუდამ აღვფრთოვანდებოდი ნიჭიერი ადამიანებისგან, განსაკუთრებით, მხატვრებისგან. რადგან ისინი არამხოლოდ ხედავენ მშვენიერებას, არამედ, სამყაროს ნახატების მეშვეობით გადმოსცემენ. ამგვარად, კორეელმა მხატვარმა-ილუსტრატორმა სთოუნ ჰაუსმა გადაწყვიტა ეჩვენებინა თავისი ხელოვნება, მაგრამ ნამუშევრები ვიდეოზე გადაიღო. მას საკმაოდ უჩვეულო სტილი აქვს, და შესაძლოა, მრავალი წლის მერე, არამხოლოდ დავტკბებით შესანიშნავი ტილოებით, არამედ, ამოვიკითხავთ მთელ ისტორიებს.




დღეს Fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ, თუ რითი დაგვაინტერესა კორეელი მხატვრის ნახატებმა და გაგაცნობთ მის შემოქმედებას. ქვემოთ მოყვანილია მხატვრის ავტოპორტრეტები.



ნახატი თემაზე „სიცოცხლე“

სთოუნ ჰაუსი საოცარ პორტრეტულ ჩანახატებს აკეთებს. ის მათში მთელ ცხოვრებას ატევს. აი, მაგალითად, უცქერ ამ ნახატს და ვერ ამჩნევ რაიმე განსაკუთრებულს. მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ შეიქმნა და რა ღრმა აზრი დევს მასში.



მხატვარი საოცარი გზით ახერხებს ჩვილი მოხუც ადამიანად გარდასახოს. როდესაც შენი ბავშვობის ფოტოებს ათვალიერებ, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გაიზარდა მისგან ადამიანი, რომელსაც სარკეში ხედავ. სთოუნ ჰაუსი კი ამ პროცესს ეტაპობრივად აჩვენებს, და შენ ხვდები, თუ როგორ იცვლებოდა შენი ნაკვთები, როგორ ხდებოდი უფრო საინტერესო, ქალური და ზრდასრული.



მხატვარი ისე ოსტატურად ახერხებს ერთი და იმავენახატის გადახატვა, რომ პირველივე კადრებიდან ინუსხები. იგი ადამიანის ცხოვრებას 3-4 წუთში ატევს. და ამ დროს უფიქრდები, თუ რა ხანმოკლეა სიცოცხლე და საჭიროა მაქსიმალურად ბედნიერად და სიამოვნებით იცხოვრო.



მაგრამ გარდა ამისა, ჰაუსი ჩანახატების მეშვეობით გვაჩვენებს, რომ სიბერე - შესანიშნავია, სიცოცხლე - მარადიული. ყოველ ადამიანს აქვს თავისი გაგრძელება. უბრალოდ, შეხედეთ, როგორ საინტერესოდ ტრანსფორმირდება ქალის სახე ცხოვრების განმავლობაში. პირადად ჩვენ, მან 30 წამში მოგვნუსხა!