ქარვის მჟავა - მცენარეების ზრდის საოცარი სტიმულატორი

ყვავილების მაღაზიის გამყიდველმა ერთხელ მირჩია, შემეზინა ქარვის მჟავა: მითხრა, რომ ეს საშუალება საოცრად ასტიმულირებს მცენარეების ზრდას.

შინ გავხსენი 1 გრ ფხვნილი 5 ლიტრ წყალში, მოვრწყი და შევასხურე ყველა მცენარეს. შედეგი უკვე ერთ კვირაშია შესამჩნევი.

განსაკუთრებით სასარგებლოა ქარვის მჟავა კაქტუსებისა და სუკულენტებისთვის. არც კი ველოდი მათგან ასეთ სწრაფ ზრდას, მაგრამ ძალიან გავოცდი, როდესაც ქავორტიამ 1 თვეში ერთდოულად 10 წამონაზარდი წარმოშვა.

თუმცა, ქარვის მჟავის მეორედ მათთვის გამოყენებას არ გირჩევთ: შეიძლება უკურეაქცია წამოვიდეს. გამოიყენეთ სასუქი ერთჯერადად ან გაიმეორეთ მხოლოდ 2 წლის შემდეგ.