მოვიყვანოთ კარტოფილი... ტომარაში!

მოვიყვანოთ კარტოფილი... ტომარაში!
ამბობენ, რომ ამგვარად შესაძლებელია 3 წევრისგან შემდგარი ოჯახი მოამარაგო მოსავლით, რომელიც მოწეულია სულ რაღაც 10 კარტოფილისგან.

Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: აიღეთ ტომარა, ჩაყარეთ მასში 1-2 ვედრო მიწა, ჩარგით 1-2 კარტოფილი, დადგით მზიან ადგილას და მორწყით. შემდეგ, უნდა დაელოდოთ, სანამ პირველი წამონაზარდი გაჩნდება.

ამის შემდეგ პერიოდულად დაუმატეთ მიწა და მორწყით, სანამ ტომარა ბოლომდე არ გაივსება.

ტომრის ცენტრში ჩაუშვით შლანგი წინასწარ ამოჭრილი ნასვრეტებით. ერთი ბოლო ტომრის ფსკერზე უნდა იმყოფებოდეს, მეორე - გარეთ გამოდიოდეს. წყალს ზედა მხრიდან ასხამენ, მეტი მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ მოათავსოთ ძაბრი.

გამოსცადეთ ეს მეთოდი - მოიყვანეთ კარტოფილი ტომარაში!