სამი ზოდიაქალური წყვილი, რომლებიც საუკეთესო მშობლები გახდებიან

Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ საუკეთესო მშობლების რეიტინგს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

თევზები და ტყუპები

თევზებს ღრმა ემოციური კავშირი აქვთ შვილებთან. ტყუპები - მშობელი-მოსწავლეა. ორივე მშობელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაეხმაროს ბავშვს, გახდეს მათივე უკეთესი ვერსია.

იმ დროს, როცა თევზები სუპერ-მგრძნობიარეები არიან, ტყუპები ხვდებიან, თუ როგორ ზემოქმედებს ნათქვამი ადამიანებზე. მსგავსი კომბინაციის შედეგად, ისინი ყურს უგდებენ ბავშვის მოთხოვნილებებს, და არ ცდილობენ უკარნახონ, როგორ მოიქცნენ და ზედმეტად გააკონტროლონ მათი ცხოვრება. ამის ნაცვლად, ბავშვებს მიუთითებენ გზას, რათა თავადვე მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.

თევზები და ტყუპები შესანიშნავად აბალანსებენ ერთმანეთს და შედეგად, შესანიშნავ შვილებს ზრდიან.

მორიელი და სასწორი
იმ დროს, როცა მორიელი დაუნდობელი, სარკასტული და ძლიერია, სასწორი - მსბუქი და კეთილია. ბავშვები მუდამ მიილტვიან, რომ მშობლებს დაემსგავსონ და ის ეფექტი, რომელსაც ისინი ახდენენ, ძალიან დადებითია.

მორიელი მიჩვეულია, დაიცვას და არავის ენდოს, სასწორი კი ადამიანებს უამრავ შანსს სთავაზობს. შედეგად, მორიელი სწავლობს კედლების დანგრევას, სასწორი კი - როდის არ უნდა აპატიოს ადამიანებს. ეს ბავშვებზე ზემოქმედებს, რომლებსაც კეთილი გული აქვთ, მაგრამ მოითხოვენ, რომ მათი განწყობა დაიმსახურონ.

ორივე ნიშანი ძალიან ერთგულია, ისინი შვილებს ასწავლიან მყარი და სანდო ურთიერთობის აგებას.

მშვილდოსანი და ლომი
ლომი - ძლიერი ლიდერია, მშვილდოსანი კი ჰყვავის, როცა საკუთარ თავს ეკუთვნის. ეს ბავშვებს ასწავლის შეცვალონ ქმედებების ტიპი სიტუაციის მიხედვით.
მშვილდოსანი მალავს თავის აზრებს და გრძნობებს, ლომს კი თავის მოკატუნება არ შეუძლია. ლომი ასწავლის მშვილდოსანს, მოადუნოს ემოციური დაცვა, მშვილდოსანი კი ასწავლის ლომს - იყოს უფრო ძლიერი. შედეგად, ბავშვები თავიანთ ემოციებთან კონტაქტში არიან და ახერხებენ მათ დამალვას, როცა ეს საჭიროა.

ლომი წვრილმანებს ამჩნევს, მშვილდოსანი კი ნებისმიერ სიტუაციას აწონ-დაწონის, შედეგად, მათ შვილებს შეუძლიათ ნებისმიერი საქმის დასასრულის გამოცნობა სხვებზე უკეთ.