მებაღის 5 ერთგული დამხმარე

ხშირად, ყველაზე მარტივის აშუალებები გვეხმარება უამრავი რთული პრობლემის გადაწყვეტაში. Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: მებაღის 5 ყველაზე ერთგული დამხმარე.

მარგანეცი

ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება თესლებისა და ბოლქვებისთვის. გახსენით 2 ჩ.კ. მარგანეცი 10 ლიტრ წყალში, შეასხურეთ მარწვ ყვავილობის შემდეგ ნაცრისფერი სიდამპლის პროფლაქტიკისთვის. ასევე, ამ მუქ ვარდისფერ ხსნარში აბანავებენ“ კარტოფილსდარგვამდე, დაავადების პროფილაქტიკისთვის.

იოდი

შესანიშნავი საშუალებაა ბაღის მარწყვის შესასხურებლად ყვავილობამდე. იოდი ხელს უწყობს აქტიურ ზრდას და იცავს დაავადებებისგან. რეცეპტი ასეთია: 5-10 წვეთი იოდი უნდა გახსნათ 10 ლიტრ წყალში.

ქვის მარილი
პირველ რიგში საჭიროა ჭარხლის სასუქით მორწყვისას, 4-5 ფოთლის სტადიაში და მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე - 100 გრ მარილი 10 ლიტრ წყალზე. ხახვის მოსარწყავად - 0,5 ჭიქა მარილი 10 ლიტრ წყალზე.

საპონი
კუპრის საპონს უმატებენ ბალახების ნაყენებსა და ნახარშებს სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ. სარეცხი საპონის ხსნარით კი მწვანილსა და ყვავილებს ასხურებენ (150 გრ საპონი 10 ლიტრ წყალზე), ასევე რეცხავენ ყვავილების ქოთლებსა და საბაღე ინსტრუმენტებს.

ბრილიანტის მწვანე

ის საჭიროა მცირე მონაჭრების დასამუშავებლად. თუ გოგრის ქერქი დაზიანდა - ასევე შეგიძლიათ ჭრილობა დაამუშავოთ ბრილიანტის მწვანეთი. ის მალევე შეხორცდება და ბოსტნეულის შესახვის პრობლემები არ შეგექმნებათ.