ანტურიუმი: როგორ მოვრწყათ მცენარე ისე, რომ უხვად იყვავილოს

Fpaparazzi-ს რედაქცია გტავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მოირწყას ანტურიუმი, უხვი ყვავილობისთვის.

ანტურიუმს უხვად რწყავენ, მაგრამ ნიშვნელოვანია, რომ მორწყვებს შორის სბსტრაქტი გაშრეს ქოთნის სიმაღლიდან 1/3-1/2 დონეზე, ამიტომ, სანამ მორწყავთ, უნდა შეამოწმოთ სუბსტრაქტის სინესტე შიგნიდან. ამის გაკეთება ოდნავ წვეტიანი ხის ჯოხით შეიძლება.

ზამთრის პერიოდში უხვად მოყვავილე მცენარე რომ გქონდეთ, სექტებერში მორწყვას უნდა უკლოთ, ანუ უმატოთ ინტერვალს მორწყვებს შორის ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსი უნდა იყოს, ტენიანობა - 80-85. სარწყავი წყლის დასარბილებლად, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა - სუბსტრაქტის ზედმეტი განესტიანებაა, რის დროსაც მას ფესვები ულპება და მცენარე შეიძლება დაიღუპოს. ქოთნის სადგამზე წყლის დატოვება დაუშვებელა, ის უნდა გადაასხათ მალევე მორწვის მერე.

ანტურიუმს სასუქი გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში სჭირდება, 2-3 კვირაში ერთხელ. სასუქი გაზავებული უნდა იყოს, რადგან ანტურიუმი მგრძნობიარეა მინერალური მარილებისადმი. ორგანული სასუქი მეტად ეფექტურია, თუმცა ნაკლებად ხელმისაწვდომი.

ბუტონების ფორმირებას ასტიმულირებს გრილი გაზამთრება 15-16 გრადუსის პირობებში. მოვლის პირობების დაცვით, მცენარე მთელი წლის განმავლობაში ჰყვავის.