სქესობრივი გზით გადამდები რომელი ვირუსული ინფექციაა ყველაზე მეტად გავრცელებული ორსულობის დროს

ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი, გრიპი, წითურა... ამ თავში იმაზე ვისაუბრებთ, რა გავლენას ახდენს ეს და სხვა ვირუსები ქალის ორგანიზმზე ორსულობის დროს.

სქესობრივი გზით გადამდები რომელი ვირუსული ინფექციაა ყველაზე მეტად გავრცელებული და რითია ის საშიში?

უროგენიტალური ანუ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) დიდ საფრთხეს უქმნიან რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ დიდი სოციალური პრობლემაც არის. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დასნებოვნებულია 32 - 73% - ს აქვს უნაყოფო ქორწინება და ამ ინფექციათა 25 % ვირუსული წარმოშობისაა. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ორსულებშიც კი, კლინიკურად მკვეთრად გამოხატული ნიშნებით იშვიათად მინდინარეობს, უმთავრესად მაინც დუნე, წაშლილი ფორები, ანუ უსიმპტომო მატარებლობა გვხვდება, ამიტომ პაციენტები იშვიათად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. შედეგად დიაგნოსტიკა და მკურნალობა გვიანდება და ნაკლებეფექტურია. ამ ინფექციათა შედეგები სავალალოა, ისინი იწვევენ უშვილობას, ნაადრევ ან მოგვიანებით აბორტს, მკვდრადშობადობას, ნაყოფის სიმახინჯეებს, ადრეულ ასაკში ბავშვთა სიკვდილიანობას. ყველაზე საყურადღებოა ქალის ინფიცირება ორსულობის დროს. რა გავლენას მოახდენს დაავადება ნაყოფზე, დამოკიდებულია შემდეგ პირობებზე:

  • ინფიცირების მომენტში ორსულობის ვადაზე;
  • დედის იმუნიტეტზე;
  • დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების თვისებებზე.

ორსულობის რომელ პერიოდშია სასიში ინფიცირება?
დედის ინფიცირება ორსულობის ადრეულ ვადაზე ( ჩასახვის მე -5 - 6 დღიდან 12 კვირამდე) ყველაზე ხშირად იწვევს ნაყოფის დაღუპვას და გამოძევებას. შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეებიც. ორსულობის უფრო გვიანდელ პერიოდში, 12 კვირის შემდეგ, ბავშვის ორგანოები ძირითადად უკვე ჩამოყალიბებულია, ამიტომ მართალია, ინფექციურ აგენტს რაიმე სიმახინჯის გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, გამოიწვიოს ნაყოფის ორგანოების, პლაცენტისა და სანაყოფე გარსების მირკობული დაზიანება და ანთებითი გადაგვარება. ამ დროს მოსალოდნელია მოხდეს ნაადრევი მშობიარობა და ამ მშობიარობის შედეგად დაიბადოს სუსტი, უდღეური ახალშობილი.

როგორ ხდება ინფიცირება
დედისგან ბავშვს ინფექცია შეიძლება გადაედოს ორი გზით - ჰემატოგენურად (სისხლით) და აღმავალი გზით. ჰემატოგენური გზით გავრცელებისას გამომწვევი. დედის სისხლთან ერთად ხვდება პლაცენტაში, იქიდან კი ჭიპლარის გავლით - ნაყოფის ორგანიზმში.