ფიჭვის წიწვები მავნებლების წინააღმდეგ

ბაღისა და ბოსტნის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში შესანიშნავია ფიჭვის წიწვები. როგორ? ამის შესახებ fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ. ამისათვის უნდა აიღოთ 1 კგ წიწვი და დაასხვათ 5 ლ წყალი, დადგით ბნელ ადგილას 1 კვირით. ყოველდღიურად მოურიეთ ნაყენს, რათა წიწვებიდან საჭირო ნივთიერებები ამოიღოთ. შემდეგ ნაყენი უნდა დაიწუროს. შესხურებამდე, დაამატეთ პირვანდელი მოცულობის წყალი და 20 გრ თხევადი საპონი, რომელიც მის ქმედებას გააძლიერებს.

როდესაც ნაყენის დამზადება სასწრაფოდ გჭირდებათ, ამისათვის ფიჭვის წიწვი და წყალი უნდა შეურიოთ თანაბარი რაოდენობით. დააყენეთ 24 სთ. დაწურეთ, დაამატეთ თხევადის აპონი და საშუალება მზადაა! ასეთი ძლიერი ნაყენი უნდა გააზავოთ წყალში პროპორციით 1:5. მებაღეების თქმით, უმჯობესია, შესხურება საღამოს მოხდეს, რადგან ამგვარად ეფექტი იზრდება.

ნორმების მიხედვით რჩევა შემდეგია: მოცხრის ბუჩქზე - 1,5 ლიტრი, ჟოლოს ბუჩქზე - 2 ლიტრი, კვ.მ მარწყვზე - 0,2 ლიტრი, ზრდასრულ ხეზე - 10 ლიტრი. მოცხარს ყვავილობის დასაწყისში ასხურებენ ნაყენს. ოპერაცია 5-დღიანი ინტერვალებით უნდა შესრულდეს.