მოცხრის ნერგები სულ რაღაც 3 თვეში

როგორც ცნობილია, მოცხრის და სხვა კენკროვანი კულტურის ნერგის გაზრდას 1 ან 2 წელი სჭირდება. მაგრამ fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ გაზარდოთ შესანიშნავი ნერგები 3 თვეში. როგორ? ძალიან იოლად. იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ვჭრით კალმებს 5-8 კვირტით ყველაზე უხვმოსავლიანი ბუჩქის ყლორტიდან და მყისიერად ვათავსებთ წყლით სავსე შუშის ქილაში, რომელსაც ვცვლით ყოველდღე. წყალს ცოტათი „ვატკბობთ“ ბაღის სასუქით.

ქილა უნდა დაიდგას ფანჯრის ნათელ რაფაზე. მაისში, როცა ყინვების ალბათობა მინიმალურია, კალმებს კი უკვე შესანიშნავი საფესვო სისტემა და 10-15 სმ-იანი ყლორტები აქვს, ეს უკვე გახლავთ საჭირო ჯიშის, დასარგავად მზა ნერგები.

მოცხრის ნერგები სულ რაღაც 3 თვეში

იმავე წლის შემოდგომაზე, კარგი მოვლის პირობებში, ისინი მძლავრ ბუჩქებად იქცევა. პირველ მოსავალს უკვე მომდევნო შემოდგომაზე აიღებთ.