თუ ქალის ადგილის სამზარეულოშია, ის სწორედ ასეთი უნდა იყოს. სამზარეულოს თანამედროვე დიზაინის რამდენიმე საოცარი მაგალითი

უამრავი ქალისთვის, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მეორე სმენა იწყება სამზარეულოში. ახლობლებისთვის კერძების მოზმადება - ნამდვილი სიამოვნებაა, მიუხედავად დაღლილობისა. და როგორ გვსურს, რომ კულინარიული შედევრების შესაქმნელად კომფორტული გარემო გვქონდეს... ყველა ინგრედიენტი თავის ადგილზე, ფუნქციონალური კარადები და ლამაზი დიზაინი.



სწორედ ამიტომ, სამზარეულოს რემონტს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე შესანიშნავ იდეას სამზარეულოს მოსაწყობად, როგორც დიდი, ასევე პატარა სამზარეულოებისთვის. მიაქციეთ ყურადღება სამუშაო სივრცის ორგანიზებასა და ფერთა გამას. ამ ნაკრებში თქვენი ოცნების სამზარეულოს ნამდვილად აღმოაჩენთ!



პატარა სივრცისთვის გამოდგება ღია ტონები კაშკაშა დეტალებით. დიდ ი სივრცის მოსაწყობად კი შეგიძლიათ ჩართოთ ფანტაზია: შეგიძლიათ შეარჩიოთ ვინტაჯური სტილი ან პროვანსი.