როდესაც მეგობრები მსტუმრობენ, კიტრის მწნილის ქილას ვხსნი და ამ სალათს ვამზადებ.სტუმრები მუდამ კმაყოფილი რჩებიან

როდესაც მეგობრები მსტუმრობენ, კიტრის მწნილის ქილას ვხსნი და ამ სალათს ვამზადებ.სტუმრები მუდამ კმაყოფილი რჩებიან
ყოველ ქალს უყვარს ოჯახის წევრების გემრიელი კერძებით გახარება, მაგრამ მზადებას ხშირად დიდი დრო სჭირდება. ასეთი სალათი გიხსნით მაშინ, როცა მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან. Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს: შეწვით ქათამი, გახსენით კიტრის მწნილის ქილა - რა შეიძლება ამაზე იოლი იყოს?

ინგრედიენტები:


  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 5 ცალი კიტრის მწნილი
  • 2 ხახვი
  • პაპრიკა გემოვნებით
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • პროვანსის ბალახები გემოვნებით
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით


მომზადება:


  1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ქათმის ფილე დაბეგვეთ, წაუსვით სუნელები, შეახვიეთ პერგამენტში. შეწვით 15 წუთის განმავლობაში, გააცივეთ გაუხსნელად.
  2. ამავდროულად დაჭერით კიტრის მწნილი და ხახვი წვრილად.
  3. დაჭერით წვრილად ქათმის ფილე. დაამატეთ მაიონეზი ან სქელი იოგურტი. მარილის დამატება არ სჭირდება.


გემრიელად მიირთვით!