სწრაფადმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებები ნერვული ფუნქციის აშლილობის დროს

სწრაფადმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებები ნერვული ფუნქციის აშლილობის  დროს
ნევროზი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა, რომლის სრული გამოსწორება შესაძლებელია სათანადო მკურნალობის ჩატარებით. არსებობს რამდენიმე სახის ნევროზი: ნევრასთენია, ისტერია და აკვიატებული მდგომარეობათა ნევროზი. გარდა ამისა, შეიძლება გამოიყოს იპოქონდრიული, სექსუალური და დეპრესიული ნევროზი.

მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები:
  • ნევრასთენიის დროს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ჩაივით დაყენებულ მინდვრის ნემსას. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბალახს, ყვავილთან ერთად, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 15 - 20 წთ. მიიღეთ მცირე ყლუპებით დღის განმავლობაში. იგივე მოქმედება აქვს მინდვრის წვენს: მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, დააყოლეთ წყალი.

  • დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ლურჯი ნარის ნაყენს. 15 გრ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 სთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 4 -ჯერ დღეში.

  • მომატებული ნევროზის და გაღიზიანებულობის დროს სამი საათის განმავლობაში გრილ ადგილას გააჩერეთ 1/3ჩ/ჭ ჭარხლის წვენის და თაფლის ნარევი (ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ ). მთელი ულუფა მიიღეთ დღის განმავლობაში 2 -3 ჯერზე. ჭამამდე 30 წთ -ით ადრე.

  • ნერვული დაძაბულობის დროს 1ჩ/კ კომბოსტოს თესლს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 10 წთ, გადადგით, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 2 ყლუპი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ -ით ადრე. უმჯობესია მიიღოთ კომბოსტოს ნახარშის და წვენის ნარევი (ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ). ეს საშუალება კარგად შველის უძილობის დროსაც.

  • მომატებული ნერვული აღგზნებადობის და უძილობის დროს 1 ჩ/ჭ ანადუღარ წყალში გააზავეთ 1 ჩ/კ თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი. მიიღეთ 3 -ჯერ.

  • ქალებში ნერვული დაავადებების დროს გერანის ერთ ცალ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და მიიღეთ 50 - 100 მლ 2 - ჯერ დღეში.

  • ნერვული აშლილობის დროს აიღეთ თანაბარი რაოდენობით მაყვლის, ძიძოს, ბარამბოს ფესვები და ჭინჭრის კენწეროები. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. მიიღეთ 1 ჩ/ჭ ნახარში 3 - ჯერ დღეში.

  • უეცარი შეშინების შემთხვევაში დაზარალებულს დაალევინეთ ერთი ჭიქა შაქრიანი წყალი.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა