ანემიის დამარცხება და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესება მარტივია ამ იაფი საშუალებით.

სისხლის წითელ უჯრედებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის, რაგან სწორედ ისინი უზრუნველჰყოფენ ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და მიწოდებას შინაგანი ორგანოებისთვის. წითელი უჯრედების რიცხვის შემცირებისას ვითარდება ანემია, რამაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს.

არსებობს ანემიის სხვადასხვა ტიპები, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული რკინის დეფიციტითაა განიპრობებული. სწორედ ეს ელემენტი თამაშობს მთავარ როლს სისხლის წითელი უჯრედების წარმოებაში.

რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ქრონიკული დაღლილობა, გონების გაფანტვა, კონცენტრირების უნარის დაკარგვა, თავის ქრონიკული ტკივილები, ხასიათის უცაბედი ცვლილებები, გაღიზიანებადობა და სისუსტე. თუ თქვენთვის ჩამოთვლილი სიმპტომები ნაცნობია, სასწრაფოდ იზრუნეთ ორგანიზმში ამ ელემენტის მარაგის შევსებაზე, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები.

პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კვების რაციონის გამდიდრება რკინის შემცველი პროდუქტებით. ასეთი საკვები პროდუქტებია: ქათმის ხორცი, თევზი, შვრია, ქიშმიში, შავი ქლიავი, კომბოსტო, ისპანახი და ა.შ. პირველ რიგში, რაც პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ეს ალკოჰოლზე უარის თქმაა.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საოცრად მარტივ და ეფექტურ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც სისხლში რკინის დონის დარეგულირება და ანემიის დამარცხებაა შესაძლებელი. მოცემული საშუალება არა მხოლოდ გაგიუმჯობესებთ სისხლის შემადგენლობას, არამედ ის სასარგებლოდ აისახება ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობაზეც.

ინგრედიენტები:
  • 400 გრამი თაფლი;
  • 150 გრამი გოგრის თესლი;
  • 2 ლიმონისა და ფორთოხლის წვენი;
  • 100 გრამი ნუში (აუცილებლად ნედლი და უმარილო).

ინსტრუქცია:

დაფქვით ნუში და გოგრის თესლი ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით. მიღებულ ნარევს დაამატეთ 2 ლიმონისა და 2 ფორთოხლის წვენი, 400 გრამი თაფლი და კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ეს საშუალება 1 ან 2 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა - 30 დღე.

როგორც უკვე გითხარით, ეს საშუალება დაგეხმარებათ არა მხოლოდ ანემიის დამარცხებაში, არამედ გაგიჯანსაღებთ მთელ ორგანიზმს და გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დიაბეტიკი ხართ ან გაწუხებთ ინდივიდუალური აუტანლობა ჩამოთვლილი პროდუქტების მიმართ, არავითარ შემთხვევაში მიიღოთ ეს საშუალება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: