როგორ ვებრძოლოთ აირების ჭარბ დაგროვებას

ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, მეტეორიზმის მიზეზზეა დამოკიდებული. როდესაც აირების ჭარბ დაგროვებას საფუძვლად სერიოზული დაავადება უდევს, მეტეორიზმის კორექცია ამ დაავადების მკურნალობით უნდა დავიწყოთ. გარდა ამისა, არსებობს ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ნაწლავებში აირთა წარმოქმნის შემცირება. მათ შორის აღსანიშნავია:
  • დიეტი კორექცია;
  • ნაწლავის მოტორიკაზე ზემოქმედება;
  • ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა;
  • დაგროვილი აირების მოცულობა.

კვება
უპირველს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თავად კვების პროცესი. ის უნდა იყოს მშვიდი. დაუშვებელია ჩქარა ჭამა, ჭამის დროს ლაპარაკი. არასასურველია გაზიანი სასმელების სმა. რაც შეეხება რაციონს, ის პაციენტის ჯანმერთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როდესაც მეტეორიზმი განსაზღვრულ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შესაბამისი დიეტა აუცილებელია. ლაქტაზის დეფიციტის დროს უნდა გამოირიცხოს რძე და რძის შაქრის შემცველი სხვა პროდუქტები. ჯანმრთელი ადამიანი უნდა ერიდოს მეტეორიზმის ხელშემწყობ პროდუქტებს: უხეში უჯრედისით მდიდარ საკვებს (კომბოსტოს, ისპანახს, ყურძენს, ქიშმიშს ), პარკოსნებს (ლობიოს, ბარდას ), ჭვავის ( შავ) პურს, ასევე ბურახს, ლუდს, გაზიან სასმელებს, მაჭარს. რეკომენდებულია რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი, თერმულად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული, ხორცი - მხოლოდ მოხარშული. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ინდივიდუალურია. ბევრმა თვითომვე იცის, რომელი საკვები უგროვებს აირებს. ბუნებრივია, ასეთი პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული.

მედიკამენტები
აირების ჭარბი დაგროვების შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას. ყველა კარგად იცნობს ნახშირსა და თიხის პრეპარატებს. არსებობს აირების მშთანთქმელი ახალი საშუალებებიც. მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების მიღება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: