შეუცვლელი ავეჯი მცირეგაბარიტიან ბინებში: დივაინი-ტრასფორმერი, რომელიც სასადილო მაგიდადაც კი გადაიქცევა.

შეუცვლელი ავეჯი მცირეგაბარიტიან ბინებში: დივაინი-ტრასფორმერი, რომელიც სასადილო მაგიდადაც კი გადაიქცევა.
ეგრეთწოდებული ხრუშოვკების მაცხოვრებლებმა კარგად იციათ თუ რა მნიშვნელოვანია ყოველი თავისუფალი კვადრატული მეტრი. სწორედ ამიტომ შესაძლებლობა, ერთ ოთახში კომპაქტურად განათავსო დივანი, მაგიდა და საძინებელი სივრცეც კი ხშირად ზეშესაძლებლობების თანაწორია ხოლმე. როგორც ჩანს ამ დივან-ტრანსფორმერის შემქმნელებმა შეძლეს გადაეჭრათ ადგილის ეკონომიის ამოცანა. FPAPARAZZI-ს რედაქცია გარწმუნებთ, რომ ეს დივანი ნამდვილად ჩაეწერება თქვენს ინტერიერში.



დივანის საწოლად ტრანსფორმაცია აღარავის უკვირს, თუმცა ამ ავეჯის დიზაინერები კიდევ უფრო გათამამდენ და შექმნეს დივანი-სასადილო მაგიდა.



საკმარისია მოაშოროთ ბალიშები და ხის საზურგე თქვენსკენ მოიზიდოთ.



საზურგე და გვერდები დამზადებულია იმგვარად, რომ გადმობრუნების შემთხვევაში გარდაიქმნებიან განიერ, მდგრად სასადილო მაგიდად. ახლა შეგიძლიათ სტუმრებიც მიიღოთ.





რათქმაუნდა თუკი თქვენს სტუმარს დარჩენა მოუწევს, გაშლილ მდგომარეობაში ეს დივანი უზრუნველყოფს ორ და საჭიროების შემთხვევაში სამ საძინებელ ადგილსაც კი.