კვება საღამოს 6 საათის შემდეგ აუცილებელია! დიეტოლოგები 5 პროდუქტს გვისახელებენ

ვის არ უყვარს საღამოს 6 საათის შემდეგ მაცივარში შეხედვა და გემრიელად წახემსება? რთული და დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ თავის გემრიელი პროდუქტებით განებივრება - ნამდვილი შვებაა. სამწუხაროდ, რეგულარულად მიღებული ასეთი სიამოვნება თითოეულ ადამიანს ძვირად გვიჯდება, რადგან მარტივი ნახშირწყლები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჩვენი საყვარელი პროდუქტები, განაპირობებს სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე ცხიმოვანი ფენების ფორმირებას და დაგროვებას.



სპეციალისტების მტკიცებით, სულაც არ არის აუცილებელი შიმშილი და მკაცრი დიეტების დაცვა სხეულის ლამაზი, მოხდენილი ფორმების შესანარჩუნებლად, თუ სწორად შევარჩევთ პროდუქტების საღამოს კვების რაციონისთვის. დღევანდელ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა შეგვიძლია მივირთვათ დაძინების წინ, რათა არა მხოლოდ თავიდან ავირიდოთ წონის მატება, არამედ გავიჯანსაღოთ მთელი ორგანიზმი და გავიუმჯობესოთ ძილის ხარისხი.



საკვები, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ დაძინების წინ

შავი შოკოლადი

ხშირად ეს პროდუქტი აკრძალული საკვების სიაში შეგვაქვს. სინამდვილეში, არსებობს დიდი განსხვავება თხილიან შოკოლადის ფილასა და ნამდვილ შავ შოკოლადს შორის. ნამდვილი, ნატურალური შავი შოკოლადი შეიცავს მინიმალური რაოდენობით შაქარს და მას წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. ტკბილეულის ეს სახეობა ხელს გვიწყობს წონის სწრაფად დაკლებაში, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. თუ თქვენ ყოველ საღამოს შავი შოკოლადის პატარა ნატეხს მიირთმევთ, ხანმოკლე დროში მიღებული შედეგები სასიამოვნოდ გაგაოცებთ.



სუპი

თუ საღამოს საათებში თქვენ შიმშილის განცდა გეუფლებათ და გრძნობთ, რომ მხოლოდ ფინჯანი ცხელი ჩაი მადის ჩახშობაში ვერ დაგეხმარებათ, მიირთვით მცირეოდენი ქათმის ან ბოსტნეულის სუპი. მოერიდეთ ოსპისა და ბარდის სუპს, რადგან მოცემული ორი პროდუქტი ხარისხიანად გამოძინებაში გვიშლის ხელს.



ნუში

ერთი მუჭა ნუში - საუკეთესო საშუალება საღამოს საათებში თავის დასანაყრებლად. გაითვალისწინეთ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი არა არსებული წონის შენარჩუნება, არამედ გახდომაა, თქვით უარი მოცემულ პროდუქტზე. 2012 წელს ამერიკულ ჟურნალ ''Clinical Nutrition''-ში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, მოცემული პროდუქტი არ პროვოცირებს წონის მატებას, ის უბრალოდ გვიწყობს ხელს სხეულის ოპტიმალური მასის შენარჩუნებაში.



გოგრის თესლი

თუ საღამოს საათებში შიმშილმა შეგაწუხათ, კარტოფილის მავნე ჩიფსებისა და პოპკორნის ნაცვლად, მიირთვით ერთი მუჭა გოგრის თესლი. მოცემული პროდუქტი მყისიერად ჩაახშობს შიმშილის შეგრძნებას და შეამზადებს თქვენს ორგანიზმს ხარისხიანი გამოძინებისთვის. როგორც ცნობილია, გოგრის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.



ბრინჯი

დიეტოლოგები საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობენ: დიეტა, რომლის მთავარ კომპონენტსაც ბრინჯი წარმოადგენს, ინსომიის, უძილობის რისკს 26%-ით ამცირებს. მოცემული პროდუქტისთვის დამახასიათებელია ისეთი გლიკემიური ინდექსი, რომელსაც გავლენა აქვს მელატონინისა და ტრიპტოფანის გამომუშავების სისწრაფეზე. სწორედ მოცემულ ჰორმონებს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ხარისხიანი ძილისთვის.



აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ხანმოკლე დროში თქვენთვის ჭარბი წონის პრობლემა წარსულში დარჩება. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!