ცილა-ქაფურის და ჟელატინის ნიღაბი ცხიმიანი და ნაოჭიანი კანისთვის

კანის ზედმეტი ცხიმიანობა გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედების დარღვევით. აგრეთვე ნერვული სისტემის, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის და სხვა დაავადებებით.
ცხიმიან სახის კანს მუდმივი მოვლა სჭირდება. პირველ რიგში საჭიროა მისი სისუფთავის დაცვა. სახის დაბანა აუცილებელია დღეში ორჯერ საპნით.
ცხიმიან კანზე კარგად მოქმედებს ზომიერი გარუჯვა მზეზე. გთავაზობთ 2 შესანიშნავ ნიღაბს ცხიმიანი და მობერებული კანის სამკურნალოდ.

ცილა-ქაფურის ნიღაბი
უხდება ცხიმიან, ფორებიან კანს. ავიწროებს ფორებს და წმინდავს სახის კანს.

დაგჭირდებათ:
  • 1 კვერცხის ცილა
  • 10 - 15 წვეთი ქაფურის სპირტი
  • 1 ნაჭერი ლიმონი

მომზადების და გამოყენების წესი:
ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა. დაუმატეთ 10 - 15 წვეთი ქაფურის სპირტი და 1 ნაჭერი ლიმონის წვენი. წაისვით ტამპონით. გახმობის შემდეგ (10 - 15 წთ ) ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

ჟელატინის ნიღაბი
გამოიყენება მოდუნებული, დაბერებული, ნაოჭიანი სახისათვის. იგი აუმჯობესებს სისხლით მომარაგებას, არბილებს კანს, ათეთრებს, ასწორებს ნაოჭებს, ამკვრივებს ლოყებს და ჩამოშვებულ ღაბაბს.

ინგრედიენტები:
  • 25 გრ ჟელატინი
  • 60 გრ გლიცერინი
  • 10 გრ თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:
ჟელატინი დაასველეთ 28 მლ წყალში. დაუმატეთ 60 გრ გლიცერინი და 10 გრ თაფლი. ეს ყველაფერი გაადნეთ მდუღარე წყლის აბაზანაში. შემდეგ ტამპონით ან ფუნჯით წაისვით თბილი სახით.