ქათმის ფილე ბულგარულ წიწაკასთან ტანდემში: ვამზადებ სპაგეტისა და პიურეს ბანალური საწებლის ნაცვლად

რისი მომზადება შეიძლება ქათმის ფილესგან? თუ ეს კითხვა ხშირად გებადებათ, fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ, გაეცნოთ ამ რეცეპტს. მასში ჩვენ ნაზი ხორცი, არომატული ბოსტნეული და ახალი მწვანილი გავაერთიანეთ.

ინგრედიენტები:


  • 800 გრ ქათმის ფილე
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 500 გრ ბულგარული წიწაკა
  • 1 ს.კ. ტომატის პასტა
  • 1 ჭიქა წყალი
  • ნიახური გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. მშრალი თეთრი ღვინო


მომზადება:

  1. დაჭერით ფილე საშუალო ნაჭრებად, შეწვით ზეთში.
  2. დაჭერით ხახვი კუბებად, სტაფილო ნახევარწრეებად, შეურიეთ ქათამს და შეწვით.
  3. დაჭერით ბულგარული წიწაკა ზოლებად, დაყარეთ ტაფაზე , დაამატეთ ტომატი და კარგად მოურიეთ.
  4. დაუმატეთ კერძს მარილი და პილპილი, დაამატეთ მდუღარე წყალი და თეთრი ღვინო. დააფარეთ თავსახური და მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში.
  5. წვრილად დაჭერით მწვანილი, გაატარეთ ნიორი, დაამატეთ კერძში და მოურიეთ. 1-2 წუთში მოხსენით არომატული ქათამი ცეცხლიდან.


გემრიელად მიირთვით!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: