გოგრის ასეთი ფაფა ყველას უყვარს: საიდუმლო უჩვეულო მომზადებაშია

შემოდგომა-შესანიშნავი დროა ფაფების მოყვარულებისთვის, რადგან ამ დროს მხოლოდ ჩვეული წიწიბურითა და შვრიით არ შემოიფარგლები. მოამზადეთ გოგრის ფაფა. მის მშვენიერ რეცეპტს კი Fpaparazzi-ს რედაქცია შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ გოგრა
  • 300 მლ რძე
  • 1 ჭიქა ხორბალი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი


მომზადება:

  1. გარეცხეთ და გაამშრალეთ გოგრა, მოაცილეთ კანი და დაჭერით წვრილ კუბებად.
  2. გარეცხეთ და დაასხით მდუღარე წყალი ხორბალს, მოხარშეთ 10 წუთი, რათა დარბილდეს.
  3. მოათავსეთ ქვაბში გოგრა, დაასხით რძე, დაამატეთ ხორბალი, მარილი და შაქარი..
  4. მუდმივი მორევით ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წთ, სანამ შესქელდება.
  5. შედეგ გადაასხით ქოთანში და შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთით.


გემრიელად მიირთვით!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: