ხურტკმელის გახარება ქიმიის გარეშე: მორწყვა, სასუქი

ხურტკმელის გახარება ქიმიის გარეშე: მორწყვა, სასუქი
fpaparazzzi-ს რედაქცია გთავაზობთ: შეინახეთ ეს სტატია, რათა არ დაკარგოთ.

დარგვის შედეგ 1 წელიწადში ნუ დაიზარებთ და შეიტანეთ სასუქი 5-ჯერ ახალგაზრდა მცენარეში. ეს მათ დაეხმარებათ გამაგრებაში და დაიცავთ დაავადებებისგან. ყოველ ბუჩქში შეიტანეთ 3 ლიტრი ორგანული ნაყენი.

პირველი სასუქი: 1 ვედრო მდუღარე წყალში დაამატეთ 1-ლიტრიანი სავსე ქილა კარტოფილის ნაფცქვენი. შეახვიეთ თბილად და და გააცივეთ 50 გრადუსამდე. შემდეგ ვედროში დაუმატეთ1 ჭიქა ნახშირი და ასეთი ცხელი ნაყენით მორწყით მცენარე აპრილის დასაწყისში.

მეორე სასუქი: თხევადი სასუქი ბალახითა და ფუნით, უნდა შეიტანოთ ყვავილობისას. შეგიძლიათ შეასხუროთ ბუჩქებზეც, ეს გახდება დაავადებების პროფილაქტიკა.

მესამე სასუქი: კიდევ ერთხელ ბალახის ნაყენით, როდესაც ნაყოფს გამოისხამს.

მეოთხე სასუქი:
მოსავლის აღების შემდეგ უნდა შეიტანოთ ბიოჰუმუსის ნაყენი (1 ჭიქა ბიოჰუმუსი გახსენით 1 ვედრო ოთახის ტემერატურის წყალში. დააყენეთ 24 საათით).

მეხუთე სასუქი:
2-2 ვედრო კომპოსტი ყოველ ბუჩქზე უნდა შეიტანოთ შემოდგომაზე, ოქტომბერში, ამგვარად მოამზადებთ ზამთრისთვის.

მომდევნო წლებში, შეგიძლიათ შეიტანოთ სასუქი, მაგრამ ასევე შესაძლებელია მულჩითაც შემოიფარგლოთ, რომელსაც დაამატებთ ნახშირს და კარტოფილის ნაფცქვენს.

რაც შეეხება მორწყვას, აქაც მულჩა გამოგვადგება. როდესაც მულჩის ფენა 10 სანტიმეტრია, მცენარეს მორწყვა არ სჭირდება. ძალიან ცხელ ამინდებში საკმარისია კვირაში 1-ხელ მორწყვა. მცენარე სწრაფად იზრდება და ამიტომაც პირველივე წელს უნდა ჩატარდეს მოჭრა, რათა ბუჩქი არ გასქელდეს და მოსავლინობას არ შეეშალოს ხელი.