როგორ გავახაროთ ქორფა კიტრი კომპოსტურ ორმოში?

როგორ გავახაროთ ქორფა კიტრი კომპოსტურ ორმოში?
fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ ხერხს. ბაღჩა უკვე შემოდგომაზე უნდა მომზადდეს. შექმენით ფიცრების კარკასი. ჩაყარეთ მთელი შემოდგომის განმავლობაში სხვადასხვა ბალახბულახი. დროდადრო დაპრესეთ.

გაზაფხულზე მორწყით მდუღარე წყლით, დაამატეთ წყალში მარგანეცი. დააყარეთ ბალახს მიწა 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე. მაისის პირველ რიცხვებში შეუდექით თესვას. მორწყით მიწა თბილი წყლით, კიტრის მშრალი თესლები ჩაარჭვეთ თითით. ნუ ჩარგავთ ძალიან ღრმად. ზემოდან მოაყარეთ მშრალი მიწა 1 სმ-ზე.

დადგით საშუალო ზომის მეტალის ნახევარწრეები. დააფარეთ ცელოფანი. დღისით მიწა კარგად გათბება, ბალახის ფენასიცივეს შეაკავებს.
არ მოაცილოთ ცელოფანი, სანამ მწვანე წმონაზარდი არ გაჩნდება. როგორც კი ფოთლები გაუჩნდება, მოაცილეთ, სხვაგვარად, დაიწვება. ახლა უნდა დააფაროთ ნარგავს ნაჭრის საფარი.

კიტრი - ნაზი მცენარეა, რომელსაც სითბო უყვარს, ამიტომ, სანამ კარგად არ დათბება, ღამით დააფარეთ ნაჭერი. კიტრს უყვარს ნესტი, ამიტომაც მორწყით შირად. განსაკუთრებით კომპოსტის ორმოში წყალი სწრაფად შეიწოვება, ამიტომ მიწა შეიძლება გახმეს და მცენარე დაზარალდება. მორწყით მხოლოდ თბილი წყლით, სხვაგვარად მცენარე დაიღუპება. თუოთლებს თეთრი ნადები გაუჩნდა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ.
კარგ მებაღეებს აქვთ ჩამბალი ბალახის ხსნარი ასეთი შემთხვევებისთვის. სწორედ ის უნდა შეასხუროთ მცენარეს. 1-2 დღეში ნადები გაქრება.