სტეფანოტისი, ან მადაგასკარის ჟასმინი: მოვლის წესები

სტეფანოტისი, ან მადაგასკარის ჟასმინი: მოვლის წესები
სტეფანოტისი, ან მადაგასკარის ჟასმინი, მას ხშირად ღორის ყურების თაიგულსაც უწოდებენ ყვავილების ფურცლების მსგავსების გამო. ს მარამწვაე მცენარე ბუნებაში ხშირად 6 მეტრს აღწევს სიმაღლეში.

მიუხედავად ტროპიკული სამშობლოსი, მცენარე შესანიშნავად ეწყობა ოთახის პირობებს და უხვად ჰყვავის. მუქი ფერის ფოთლების ფონზე, ქათქათა ყვავლები უზადოდ გამოიყურება. ძლიერი და ტკბილი სურნელის გამო, ზოგ ადამიანს თავი სტკივდება, ამიტომ რეკომენდებულია არ დადგათ ყვავილი საძინებელში.
გასამრავლებლად, იღებენ პატარა კალამს და აკალმებენ გრუნტში. უკეთესი პირობებისთვის, კალამს აფარებენ გამჭვირვალე ცელოფანს და დროდადრო ანიავებენ. ამ პირობებში მის გაფესვიანებას 1 თვე სჭირდება. წყალში მცენარის დაკალმება არ არის რეკომენდებული.

სტეფანოტისი მალე იზრდება და ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ მისთვის საყრდენი. გრუნტი სუსტად მჟავე უნდა შეარჩიოთ, დიდი ოდენობით ქვიშითა და დრენაჟით. ქოთანი საშუალო ზომის უნდა იყოს.

მადაგასკარის ჟასმინს უყვარს სინათლე, უძლებს მზის პირდაპირ სხივვებს, შუადღეზე რეკომენდებულია მისი დაჩრდილვა.

ზაფხულის პერიოდში საჭიროებს უხვ მორწყვას ნიადაგის ზედა ფენის გაშრობის შემდეგ. სასუქის შეტანა იშვიათად სჭირდება, და მხოლოდ ყვავილობის დროს. სტეფანოტისის გარეთ დადგმა რეკომენდებული არ არის, რადგან ზაფხულის ტემპერატურის ცვალებადობა მასზე მომაკვდინებლად მოქმედებს.