აღმოსავლური კალენდარი: ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

აღმოსავლურ (ჩინურ) ჰოროსკოპში ყველა ნიშანი ჯგუფებად არის დაყოფილი. რომელ ნიშანს უმართლებს უფრო ხშირად? წაიკითხეთ ამ რეიტინგში!

მე-4 ადგილი: დრაკონი, მაიმუნი, ცხენი


ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ვერ უწოდებ იღბლიანებს. მაგრამ ამის კომპენსირებას შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და ოპტიმიზმით ახდენენ. მათ საკუთარი თავის იმედი აქვთ და არა ფორტუნის წყალობის. ეს ადამიანები თავადვე ქმნიან თავიანთ ბედნიერებას.

მე-3 ადგილი: ღორი, თხა, მამალი


ამ ნიშნებისთვის ნაცნობია მსგავსი სიტუაცია: თავიდან ისინი აენთებიან იდეით, ყველაფერი კარგად მიდის, უმართლებთ, ძალების მოზღვავებას გრძნობენ. თუმცა რამდენიმე ხნის მერე ეიფორია ქრება და კარგავენ ინტერესს დაწყებული საქმისადმი და შუა გზაზე აგდებენ. მსგავსი რომ არდ აგემართოთ, ეცადეთ იპოვოთ საქმიანობა, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ, ამგვარად შეძლებთ წარმატების დაბრუნებას.

მე-2 ადგილი: ვეფხვი, ვირთხა, ძაღლი

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ამ ნიშნების ცხოვრებაში ბევრია საბედისწერო დამთხვევა, რომლებსაც უმეტესად პოზიტიური შედეგი მოსდევს. ამ ნიშნებისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრე გაარკვიონ ცხოვრებისეული მიზნები. ცხოვრებისეული გზის პოვნით ისინი მეტ წარმატებას მიიზიდავენ.

1-ლი ადგილი: კატა, გველი, ხარი


ამ ნიშნებს ფორტუნა სხვებზე მეტად უღიმის. ისინი ხშირად რისკავენ, რადგან ინტუიციურად გრძნობენ დადებით შედეგს. ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებენ და ბედიც ხშირად ანებივრებს წარმატების მომენტებით. განაგრძეთ ბედისწერის გაოცება თქვენი შესაძლებლობებით, რადგან თავს მაღლა ახტომა ნამდვილად შეგიძლიათ.