ჰიდროგელი - ოთახის ყვავილების ხშირი მორწყვის შემცვლელი

ჰიდროგელი - ოთახის ყვავილების ხშირი მორწყვის შემცვლელი
როდეაც შვებულებაში გავდივართ, ხშირად გვხვდება ჩვენი მცენარეების მორწვის პრობლემა. კარგია, როცა ვინმეს შეგიძლია ეს საქმე დაავალო, მაგრამ მაინც ვრისკავთ, რომ შინ დაბრუნებულებს ჩვენი მწვანე მეგობრები სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდეს.

სულ ახლახან გაყიდვაში გაჩნდა ფერადი, სადასხვა ფორმის კრისტალები. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს გახლავთ ჰიდროგელი. მისი წყალობით ნიადაგი ნარჩუნდება რეგულარული მორწყვის გარეშე. გარდა ამისა ის იწოვს ზედმეტ სითხეს, თუ უხვად მორწყით.

მაგრამ! წყალში მოხვედრისას, ჰიდროგელის კრისტალები იწოვს სითხეს და ზომაში 300-ჯერ იზრდება! სწორედ ამიტომ, სანამ მათ ნიადაგში მოათავსებთ, ჩაალბეთ წინასწარ, რათა ზომაში გაზრდილმა კრისტალებმა ქოთნიდან თავად მცენარე არ ამოაგდოს.

გარდა ამისა, კრისტალების გამოყენება 2-ჯერ ამცირებს შეტანილი მიკროელემენტების რაოდენობას. ასე რომ შესანიშნავია ეკონომიის გასაწევად. მცენარეები კი მათი წყალობით ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურება.