ძროხის ხორცი ბოსტნეულით - უზადო კერძი ორიგინალურობის მოყვარულთათვის

ძროხის ხორცი ბოსტნეულით - უზადო კერძი ორიგინალურობის მოყვარულთათვის
თითქოსდა, არაფერია ხორცისა და კარტოფილის კერძზე უფრო ბანალური. მაგრამ ყველაფერი სოუსზეა დამოკიდბეული! კულინარიული ხელოვნების ოსტატები სწორედ მას უსვამენ ხაზს.

მოამზადეთძროხის ხორცი და კარტოფილი ფრი სოიოსა და კარაქის სოუსით, ამ სახელწოდების მიღმა უგემრიელესი კერძი იმალება, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები:
  • 0,5 კგ ძროხის ხორცი
  • 2 ცალი კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 500 გრ გოგრა
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 100 მლ სოიოს სოუსი
  • 100 გრ კარაქი


მომზადება:
  1. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით წვრილად და შეწვით ზეითუნის ზეთში.
  2. გადადეთ კარტოფილი და დარჩენილ ზეთში შეწვით ძროხის ხორცის ნაჭრები სანახევროდ.
  3. რგოლებად დაჭერით ხახვი, თხლად დაჭერით გოგრა და შეწვით.
  4. გაადნეთ ტაფაზე კარაქი, დაუმატეთ სოიუოს სოუსი, გააცხელეთ ნელ ცეცხლზე და მოურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება.
  5. მოათავსეთ თეფშზე ხახვი და გოგრა, შემდეგ ხორცი და კარტოფილი, მოასხით კერძს სოუსი. მზად არის!


გემრიელად მიირთვით!