ბულგარული წიწაკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის ვინც ინტელექტუალურად შრომობს.

ბულგარული წიწაკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის ვინც ინტელექტუალურად შრომობს.
ის C ვიტამინის შემცველობით რეკორდსმენია, თვით შავ მოცხარსა და ციტრუსებსაც კი უსწრებს (ლიმონს და მანდარინს). შეიცავს, აგრეთვე, ბევრ P ვიტამინს, A პროვიტამინს (კაროტინი) და B ვიტამინის რამდენიმე სახეს; კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმის მარილებს, ფოსფორს, იოდს, თუთიას, ნატრიუმს, რკინას.
მინერალებით მდიდარ ტკბილ წიწაკას, რის საშუალებითაც ამდიდრებს სისხლის შემადგენლობას და იცავს ანემიისგან, უდიდესი სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის - ამაღლებს ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს. ვიტამინების ფართო სპექტი ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს თმის ზრდას, კანის საფარველის შემადგენლობას, დიდხანს ინახავს მხედველობას, ფრჩილების, ძვლების, თმების ჯანმრთელობას; ეხმარება მათ ნაწილობრივ რეგენერაციაში; წიწაკაში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს დეპრესიის მოხსნას, ქრონიკული დაღლილობის დაძლევას. ბულგარული წიწაკა სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. წიწაკა აღძრავს მადას. მისი ეს თვისება სხვადასხვა რეაქციებს იწვევს. მას შეუძლია სისხლის გათხელება, არტერიული წნევის დაწევა, კარგად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვლის და კუჭ -ნაწლავის სისტემის მუშაობაზე. ნიღბები და მალამოები, რომელთა შემადგენლობაშიც წიწაკის ფხვნილი შედის, გამოიყენება ნევრალგიის, ართრიტის დროს, ეხმარება რადიკულიტის განკურნებას.

წიწაკის სასარგებლო თვისებები განპირობებულია იმით, რომ მის შემადგენლობაში შედის P ვიტამინი (რუტინა). ეს ვიტამინი სისხლძარღვებს, კაპილარებს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება, და საერთოდ, ორგანიზმის მთელ სატრანსპორტო სისტემებს, რომლებსაც საკვები ნივთიერებები მიაქვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან. რუტინა სისხლის გადამტან სისტემას ეხმარება სიმტკიცისა და ელასტიურობის შენარჩუნებაში, ამიტომ მას იყენებენ ათეროსკლეროზისა და თრომბოზის თავიდან ასაცილებლად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბულგარული წიწაკა მათთვის, ვინც ინტელექტუალურად შრომობს და ასაკოვანი ხალხისთვის. წიწაკა აუმჯობესებს მეხსიერებას და ამაღლებს კონცენტრაციას. ის ხსნის უძილობას, კუნთებში ზედმეტ დაძაბულობას. მისი მნიშვნელობა შეუფასებელია. მამაკაცებს ეხმარება, რათა ნაადრევად არ გამელოტდნენ, ქალებს კი - ჯანმრთელი და ბრწყინვალე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის აუცილებელია ფეხმძიმე ქალებისთვის, იმიტომ რომ ამ პერიოდში კალციუმის უკმარისობის გამო განსაკუთრებით მტვრევადი ხდება თმები და ძვლები. ორგანიზმისთვის სასარგებლო მთელი ნივთიერებები არის მის შიგნითა თეთრი ფერის რბილობში, ყუნწის ირგვლივ და თესლში. ჩვენ კი სწორედ მათ არ ვიყენებთ. თერმული დამუშავების შედეგად იკარგება სასარგებლო ნივთიერებების თითქმის 70%.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭელდიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის