წიწვოვანთა სიკეთე - გირჩები ინსულტის და ავიტამინოზის სამკურნალოდ

წიწვოვანთა სიკეთე - გირჩები ინსულტის და ავიტამინოზის სამკურნალოდ
ყველამ ვიცით, რა თავისუფლად ვსუნთქავთ წიწვოვან ტყეში. ეს იმიტომ ხდება, რომ იქ ჰაერი გაჯერებულია ფიტონციდებით - ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურების თვისება აქვთ. ისინი მომაკვდინებლად მოქმედებს თვით ტუბერკულოზის ჩხირზეც კი. სწორედ ამიტომ აშენებენ ტუბერკულოზიანთა სამკურნალო - სანატორიუმებს ნაძვნარებში.
მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ წიწვოვან ტყეში 1 კუბური მეტრი ჰაერი 200 - 300 - ზე მეტ ბაქტერიას არ შეიცავს, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შედარებით თითქმის სტერილურია. და ეს ყველაფერი როდია. წიწვოვან ტყეში სეირნობები ხსნის დაღლილობასა და ნერვულ დაძაბულობას, ააქტიურებს აირცვლას ფილტვებში და შესაბამისად, აუმჯობესებს სუნთქვას. პირველ რიგში, ეს აუცილებელია მწეველთათვის და იმათთვის, ვინც მთელ დღეს დახუთულ შენობაში ატარებს.

ავიტამინოზის დასაძლევი საშუალება
წიწვი იმდენივე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც შავი მოცხარი და ქაცვი, და 7 - ჯერ მეტს, ვიდრე ლიმონი. სურავანდით ციმბირელები არასდროს ავადდებიან, რადგან ისინი მუდმივად ხმარობენ კვების რაციონში ნორჩ წიწვებს.

სურავანდის საწინააღმდეგო ვიტამინური ნაყენის რეცეპტი:
4 ჭიქა ახალ წიწვს დაასხით 3 ჭიქა გაცივებული ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 3 დღე ბნელ ადგილზე, გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ.
C ვიტამინის გარდა წიწვი ასევე შეიცავს A პროვიტამინს (კაროტინს), E,K,P,B1,B6,PP და H ვიტამინებს. თავისი შემადგენლობით წიწვი არა მარტო არ ჩამოუვარდება სააფთიაქო მულტივიტამინებს, არამედ ჯობნის კიდეც, რადგან მასში ყველა ვიტამინი ნატურალურია.

გირჩები ინსულტის საწინააღმდეგ
ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნივთიერებები ტანინების ჯგუფიდან, რომლებსაც ფიჭვის გირჩი შეიცავს, შეიძლება ინსულტების სამკურნალოდ გამოდგეს, რამდენადაც შესწევთ უნარი ხელი შეუშალონ თავის ტვინის უჯრედების კვდომას. ცდებმა წარმატებით ჩაიარა. ახლა ჯერი წამლის შექმნაზეა.

გრიპის დროს
კარგია ცხვირზე აფარებული წიწვოვანი ხეების - ფიჭვის, სოჭის ან ლარიქსის ეთერულ ზეთებში გაჟღენთილი მარლის ნიღბები. ასეთ ნიღბებში ვირუსი ვერ აღწევს.

წიწვის აბაზანები ნერვებისთვის
წიწვის აბაზანა ამშვიდებს, ხსნის დაღლილობას და ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს. ამიტომ მას ხშირად ნიშნავენ უძილობის, ნევროზების, ზოგადი გადაქანცვის დროს.
წიწვის აბაზანისთვის შეიძლება გამოიყენოთ როგორც თხიერი წიწვის ექსტრაქტი (100 მლ), ასევე მშრალი (100 გრ) ან აბები ( 1-2). ექსტრაქტს ხსნიან თბილ (36-37გრადუსი) წყალში. წიწვის აბაზანის მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკერდის არე წყლით არ დაიფაროს. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთია. აბაზანებს იღებენ ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი 10 -15 სეანსია.
ლარიქსის წიწვის ნახარშის აბაზანებს ნიკრისის ქარისა და სახსრების სხვადასხვა დაზიანებების დროს იღებენ.

ნატურალური ანტიოქსიდანტი
ციმბირელი ლარიქსის მერქანი უნიკალურ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს - ბიოფლავონოიდ დიჰიდროკვერციტინს (დჰკ) შეიცავს. თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარით ის ათჯერ აჭარბებს უფრო ადრევე ცნობილ ბუნებრივ ანალოგებს - B,C ვიტამინებს, ბეტა კაროტინს, ტოკოფეროლს.

რას იძლევა დიჰიდროკვერციტინი?
  • აუმჯობესებს იმუნიტეტს;
  • აქვეითებს გულ - სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;
  • ნორმაში მოჰყავს ქოლესტერინის დონე;
  • ამცირებს სისხლძარღვთა კედლების ანთებით პროცესებს;
  • აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას;
  • აუმჯობესებს მიკროცირკულაციას;
  • აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას;
  • თავისუფალი რადიკალების ბლოკირებით ახანგრძლივებს ჯანმრთელი უჯრედების სიცოცხლეს;
  • ალერგიის დროს აუმჯობესებს მდგომარეობას;
  • ამცირებს ორგანიზმში კანცეროგენების წარმოქმნას;
  • აახალგაზრდავებს კანს;
  • მთლიანად აჯანსაღებს ორგანიზმს.

მაშასადამე დჰკ ყველა იმ პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ადამიანს, რომელიც ასე მწვავედ დგას სტრესებითა და ცუდი ეკოლოგიით გადატვირთულ დიდი ქალაქების მცხოვრებთა წინაშე.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის