გსურთ მოამზადოთ იდეალური ნეკნები ვახშამზე? ეს რეცეპტი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს!

ღორის ნეკნები ბევრს უყვარს, მაგრამ მისი იდეალურად მომზადება ყველას არ შეუძლია. ჩვენი რეცეპტით ღორის ნეკნების მომზადება საკმაოდ ადვილია - საკმარისია სუნელები წაუსვათ და შეწვათ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ღორის ნეკნი
  • მარილი გემოვნებით
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • წიწაკა ჩილი გემოვნებით
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • წითელი ღვინის ძმარი 1 ს.კ.
  • ესტარგონი გემოვნებით
  • 120 მლ კეტჩუპი
  • 1 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი


მომზადება:
გარეცხეთ და გაამშრალეთ ნეკნები, მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი.
გსურთ მოამზადოთ იდეალური ნეკნები ვახშამზე? ეს რეცეპტი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს!

შეურიეთ სუნელები და კარგად წაუსვით ხორცს.


შემოახვიეთ ორი ფენა ფოლგა და ნაკერების ჰერმეტიზაცია მოახდინეთ - წვენი არ უნდა გამოვიდეს. შეწვით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, 2 საათის განმავლობაში.


სანამ ბოლომდე შეიწვება, 10 წუთთ ადრე მოამზადეთ ბარბექიუს სოუსი: შეურიეთ კეტჩუპი, ძმარი და შაქარი.


გამოიღეთ ნეკნები და კარგად წაუსვით სოუსი ერთ მხარეზე. შეწვით კიდევ 5 წუთი გრილის რეჟიმში.


კვლავ გამოიღეთ, წაუსვით მეორე მხარეს სოუსი და კვლავ 5 წუთის განმავლობაში შეწვით.