საგულდაგულოდ გავიწმინდოთ ღვიძლი და მთლიანი ორგანიზმი! პროგრამა გათვლილია 14 დღეზე

საგულდაგულოდ გავიწმინდოთ ღვიძლი და მთლიანი ორგანიზმი! პროგრამა გათვლილია 14 დღეზე
პრეპარატი „ალოხოლი“ მოქმედი ნაღველმდენი საშუალებაა. უამრავი პაციენტი პოულობს მასში ხსნას, რომლებსაც ღვიძლის დაავადებები აწუხებთ. პრეპარატი აუმჯობესებს ნაღვლის გამოდინებას, ალაგებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, ასევე გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და შლაკებს.



ზოგი ექიმი ამ პრეპარატს პაციენტებს უნიშნავს როგორც წონაში დასაკლებ საშუალებას. მაგრამ ამ წამლის მიღება შესაძლებელია 2 მნიშვნელოვანი წესის დაცვით - სპორტი და დიეტა! ამ შემთხვევაში „ალოხოლი“ ხელს შეუწყობს სასარგებლო საკვების ათვისებას.

„ალოხოლი“ წონაში დასაკლებად

„ალოხოლი“ ნატურალური პრეპარატია, რომლის შემადგებლობაში შედის: აქტივირებული ნახშირი, ნივრის ბოლქვისა და ჭინჭრის ფოთლების ექსტრაქტი, ასევე ცხოველური ნაღველი. ამასთან, წამალი ხელს უწყობს ნაღვლისმდენ პროცესებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ეს კი დადებითად აისახება პაციენტის სხეულზე.

მაგრამ როგორი ნატურალურიც არ უნდა იყოს პრეპარატი, ის მაინც მედიკამენტად რჩება. ამიტომ ის ექიმის ხელმძღვანელობით უნდა მიიღოთ. პრეპარატის ანოტაციაში არ არის მითითებული, როგორ გამოვიყენოთ ის ზედმეტი წონის წინააღმდეგ.



მაგრამ მედიკოსები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ის იმავე სქემით, როგორც ღვიძლის ტკივილის დროს: 3-4 აბი დღეში 2-ჯერ, საუზმისა და ვახშმის შემდეგ. დაუშვებელია მღება მშიერ კუჭზე!



წამლის მიღების კურსი - არაუმეტეს 1 თვისა ყოველ კურსს შორის 3 თვით შესვენება გმართებთ, ოველი პერიოდის დასრულებისთანავე, უნდა ჩააბაროთ კლინიკური ანალიზები. პრეპარატი დაუშვებელია ამთთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტის კენჭები, წამლის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციები და ღვიძლის მწვავე დაავადებები აწუხებთ.