კოლაგენის უხვი წყარო! ეს საოცარი ბურღულეული გააახალგაზრდავებს ორგანიზმს 10 წლით

კოლაგენის უხვი წყარო! ეს საოცარი ბურღულეული გააახალგაზრდავებს ორგანიზმს 10 წლით
ქერის ფაფა უსამართლოდ არის მივიწყებული, არადა, ის გახლავთ ფასეული ნივთიერებების ნამდვილი საბადო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ქერი ჩემპიონია ბურღულეულებს შორის მინერალების შემცველობით: კალციუმი, კალიუმი, რკინა, ნიკელი, კობალტი, ქრომი, იოდი, ბრომი, ფოსფორი.



იგი შეიცავს დიდი ოდენობით ლიზინს - ამინომჟავას, რომელიც აქტიურად მოქმედებს კოლაგენის სინთეზში. სწორედ ის ინარჩუნებს კანის ელასტიურობას და ანელებს ნაოჭების წარმოქმნას. ლიზინის წყალობით, ქერის ფაფას შეიძება სილამაზისა და ჯანმრთელობის ფაფა ეწოდოს.



ქერის ფაფის რეგულარული მოხმარება სილამაზესთან ერთად ეხმარება ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში. ნოყიერი, მაგრამ დაბალკალორიული პროდუქტი მდიდარია უჯრედისითა და ცილებით.



ბურღული კარგად რომ გაიხსნას და მთელი არომატი და სარგებელი რომ გადმოგცეთ, საჭიროა მისი სწორად მომზადება. მომზადებამდე ჩაალბეთ წყალში, დაასხით 1 ჭიქა ქერს 1 ლიტრი წყალი. დილით წყალი გადაასხით, გარეცხეთ ბურღული და დაასხით 2 ლიტრი 40 გრადუსამდე გამთბარი რძე. აადუღეთ ფაფა, არ დაახურით თავსახურავი, შემდეგ მოხარშეთ ორთქლზე 3 საათის განმავლობაში თავდახურული.



ლამაზი რძისფერი და მდნარი რძის საოცარი გემო გიკარნახებთ, რომ ფაფა მზად არის. ნუ შეგაშინებთ ხანგრძლივი ხარშვა, რადგან ქერის ფაფას მიხედვა საწყის ეტაპზე სჭირდება, შემდეგ კი თავად მზადდება.



სწორად მოხარშლი ქერის ფაფა პირში დნება, ნამდვილი სიამოვნებაა მათთვის, ვისაც სწრაფად მომზადებული ქერის ფაფა აქვს გასინჯული.