ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალება თმისთვის, კანისთვის, მაკიაჟისთვის, წარბებისა და წამწამებისთვის

ვაზელინი ჯერ კიდევ 1878 წელს გამოიგონეს. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს მალამო ითვლება უნივერსალურ საშუალებად, რომელიც თითოეულ ოჯახში უნდა მოიპოვებოდეს. მისი დახმარებით მარტივია კანის დატენიანება, გამოკვება, დარბილება და ჭრილობების შეხორცების პროცესის დაჩქარება.

სინმადვილეში, ყველასათვის ხელმისაწვდომი ამ მალამოს გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართოა, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვედგინა.

ვაზელინის გამოყენების 16 ალტერნატიული გზა

  1. თუ გსურთ, პომადის წასმის დროს თავიდან აირიდოთ კბილების გათხაპვნა, წაისვით ემალზე მცირეოდენი ვაზელინი.

    ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალება თმისთვის, კანისთვის, მაკიაჟისთვის, წარბებისა და წამწამებისთვის

  2. მცირე ზომის ნაკაწრების გაგლუვება და შენიღბვა ფეხსაცმელზე მარტივად არის შესაძლებელი ვაზელინის დახმარებით. უბრალოდ დაამუშვეთ დაზიანებული ზედაპირი მცირეოდენი ამ საშუალებით.



  3. მანიკურის გაკეთებამდე წაისვით ნუნებზე (კუტიკულებზე) ვაზელინი თხელ ფენად, რათა თავიდან აირიდოთ კანის დასვრა.



  4. ვაზელინი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალების სახით. გარდა იმისა, რომ მოცემული მალამო ეფექტურად უმკლავდება ამ დავალებას, ის დაატენიანებს და გამოკვებავს თქვენს კანს.



  5. გაუხეშებული, გარქოვანებული კანის დაბრილებაში და მისთვის სინაზის დაბრუნებაში ვაზელინი დაგეხმარებათ.



  6. თუ მაკიაჟის კვალი ტანსაცმელზე დარჩა, სველი ქსოვილი და მცირეოდენი ვაზელინი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.



  7. თუ ფეხებიდან კოჟრების მოცილება გსურთ, დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი ვაზელინით, ამოიცვით წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით. უკვე მეორე დილას თქვენი კანი საოცრად ნაზი და რბილი იქნება.



  8. ბოლოჭამიების გაჩენის თავიდან არიდება მარტივად არის შესაძლებელი ამ იაფი საშუალებით. რეგულარულად დაიმუშავეთ თმის ბოლოები მცირეოდენი ვაზელინით.



  9. კოსმეტოლოგებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვაზელინი წამწამების სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.



  10. თუ საყვარელ ქურთუკს ან შარვალს ელვა გაუფუჭდა, წაუსვით მას მცირეოდენი ვაზელინი.



  11. ვაზელინი მყარად და დიდი ხნის განამვლობაში დააფიქსირებს თქვენი სუნამოს საოცარ არომატს. ამისათვის, კანის იმ მონაკვეთებზე, სადაც სუნამო დაისხით, წაისვით მციროდენი ეს მალამო.



  12. იმისათვის, რომ მარტივად და აბსოლიტურად უმტკივნეულოდ გაიკეთოთ საყურე, წაუსვილ მას მცირეოდენი ვაზელინი.



  13. ვაზეილინისა და ზღვის მარილის ნარევი ერთ-ერთი საუკეთესო სკრაბია თქვენი კანისთვის.



  14. თუ თქვენ სურდო გაქვთ და ერთჯერადი გამოყენების ხელსახოცები კანს ძალიან გიღიზიანებთ, მიმართეთ დახმარებისთვის ვაზელინს. პრობლემა წარსულში დარჩება!



ვაზელინი - გასაოცარი საშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს საოჯახო აფთიაქში. გამოცადეთ მისი ეფექტი საკუთარ თავზე და სასიამოვნოდ გაოცდებით!