ოთახის ყვავილების მოვლის 5 საიდუმლო

ოთახის ყვავილების მოვლის 5 საიდუმლო
  1. სიმშვიდის პერიოდში (შემოდგომა, ზამთარი) არ შეიძლება სასუქის უხვად შეტანა მცენარეებში - შეიძლება ღერო დაიჭიმოს.
  2. დარგვისას, მცენარეებს მავნებლები რომ არ შეესიოს, მიწაში 3-4 ასანთის ღერი ჩაარჭეთ თავით.
  3. თუ მცენარეს მავნებლები გაუჩნდა, ღეროებზე და ფოთლებზე უნდა შეასხუროთ შემდეგი ხსნარი: წყალში გახსენით სარეცხი საპნის ნაჭერი და რამდენიმე წვეთი სპირტი.
  4. შესანიშნავი სასუქი, რომლის წყალობითაც ყვავილები სწრაფად იზრდება და უხვად ყვავილობს: მოხარშეთ ხახვის ნაფცქვენი. შემდეგ ნაყენი გააზავეთ წყალში 1:10 პროპორციით და მორწყით ყვავილები თვეში 2-ჯერ.
  5. უმჯობესია, ყვავილები არა მაღაზიის მიწაში, არამედ, ბოსტნის მიწაში დარგოთ, რომელსაც წინასწარ ღუმელში „გამოაცხობთ“.