მედდამ ღიმილით აიყვანა ჩვილი ხელში და კამერის წინ პოზირებდა. მოგვიანებით ეს კადრები სოციალურ ქსელში განათავსა...

ახალშობილებთან მომუშავე მედდებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ თავიანთ პატარა პაციენტებთან. პატარა ადამიანს, რომელიც სულ ახლახან მოევლინა სამყაროს, თავის დამოუკიდებლად დაკავება არ შეუძლია.

მათ შიმშვიდე და სათანადო მოვლა ესაჭიროებათ, რაც საავადმყოფოს სპეციალისტებმა უნდა უზრუნველჰყონ. სამწუხაროდ, ამ სფეროშიც კი გვხვდება სულელი და დაუნდობელი ადამიანები, რომლებიც საკუთარი გართობის გამო ბავშვებს სწირავენ!



ასე, მაგალითად, სულ ახლახან ქალაქ ჯექსონვილის (ჯორჯიას შტატი) საზღვაო-სამხედრო საავადმყოფოში გრანდიოზული სკანდალი აგორდა. იქაური 2 მედდა ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს და პოლიციას გადასცეს. მალე მათ ბედს სასამართლო გადაწყვიტავს.



ეს ქალები არამხოლოდ აბუჩად იგდებდნენ პატარებს, არამედ, პროცესის ვიდეოსაც იღებდნენ. მეტიც, ამ არსებებმა სოციალურ ქსელშიც ატვირთეს კადრები. უცნობია, რისი მიღწევა სურდათ ამით მედდებს. ერთი კი ნათელია, მსგავს სკანდალს ნამდვილად არ ელოდნენ.



ერთ-ერთ კადრზე ქალი ჩვილს შეურაცხმყოფელ ჟესტს უჩვენებს. ფოტოზე კი უტიფრად აწერს, რომ „სწორედ ასე ექცევა ამ პატარა მონსტრებს“.



საზიზღარ ვიდეოში კი, რომელიც მისმა დაქალმა გადაიღო, ჩვილი ჰაერში უჭირავს და „აიძულებს“ რეპის ქვეშ იცეკვოს. ასგილობრივი მუშაკების თქმით, ჩვილი სულ რამდენიმე საათის დაბადებული იყო. გასაკვირიც არ არის, რომ სოციალურ ქსელში მედდების საქციელმა ნეგატიური რეაქციების ტალღა გამოიწვია.



ასეთი ვაი-მედდები სათოფეზე არ უნდა მიუშვა ბავშვებთამ. საშინელი წარმოსადგენია, თუ კიდევ რას მოიმოქმედებდნენ,ეს ამბავი რომ არ გასაჯაროვებულიყო. ვიმედოვნებთ, რომ ეს საშინელი ქალები სათანადოდ დაისჯებიან.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: